imedi /  02 ნოემბერი 2017, 15:53 / სანდო წყარო

ზოიძე: უნდა აღიკვეთოს ექიმის სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობის პრაქტიკა

აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2018 წლიდან კარდიო, ზოგადი და ნეიროქირურგიის მიმართულებით ცვლილებებია დაგეგმილი. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

"ეს ეხება კარდიოქირურგიას, ზოგადად ქირურგიულ ჩარევებს, ნეიროქირურგიას და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც უკვე განხორციელდა მშობიარობის პროგრამაში, როცა სამშობიაროები დონეებად დაიყო. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ რატომ მცირდება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყნაში. ამ მიმართულებით სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სწორად არის მოწყობილი სამედიცინო სისტემის მონაწილეობის ორგანიზება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

ზოიძის თქმით, უნდა აღიკვეთოს ერთი ექიმის მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის პრაქტიკა.

"ექიმი ექვსს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ" - თქვა ზოიძემ.

აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა. 

ყველა სიახლე

ანდრაშ ლასლო

10 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ლასლო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციის მიზანი ორბანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრა იყო

უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ 60-გვერდიან ანგარიშს აქვეყნებს.

10 აპრილი 2026, 14:36

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის ბედს

„ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის ბედს“, - განუცხადა „ქრონიკას“ უნგრეთში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი

10 აპრილი 2026, 14:31

საზოგადოება

აბაშიშვილი: გლობალურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს მაღალ, მდგრად ზრდას, რაც განპირობებულია საქართველოს სწორი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით

გლობალურ ზრდაზე მნიშვნელოვანწილად ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს მაღალ, მდგრად ზრდას, რაც უპირატესად განპირობებულია საქართველოს აქამდე არსებული სწორი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკასთან“

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

10 აპრილი 2026, 14:26

მსოფლიო

სტარმერმა და ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

10 აპრილი 2026, 14:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი უნგრეთის არჩევნებში საგარეო ჩარევაზე: ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ამის გამოკვეთა სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო და დღეს ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემადაა ქცეული

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელიც უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება, აღნიშნულ არჩევნებში საგარეო ჩარევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მახაშვილი აღნიშნავს, რომ საგარეო ჩარევა უკვე ყველა არჩევნების მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული.

ლევან მახაშვილი

10 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი რუტეს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაიწყო ომი უკრაინაში ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირებებით მოსახლეობის გაბრუება, ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაიწყო ომი უკრაინაში ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირებებით მოსახლეობის გაბრუება, ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას.

10 აპრილი 2026, 14:16

პოლიტიკა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან. უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

10 აპრილი 2026, 14:14

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. სახარებაში ვკითხულობთ, თუ რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც

ვნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევს ვუწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, ჩვენი გადარჩენისთვის საკუთარი თავი გაწირა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

მარკ რუტე დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 13:52

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი რუტეს შეხვედრის დროს შეურაცხყოფას აყენებდა და ნატოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს ალიანსის მოკავშირეები გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო ის საპასუხო ზომებს განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხოსე მანუელ ალბარესი

10 აპრილი 2026, 13:27

მსოფლიო

ესპანეთი ირანს მოუწოდებს აშშ-თან მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის დროს ისლამურ რესპუბლიკას მოუწოდა ისლამადაბში აშშ-თან დაგეგმილი მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 12:52

საზოგადოება

მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა

ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 12:46

მსოფლიო

Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?

ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, - წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung-ი და აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა.

ჯეი დი ვენსი

10 აპრილი 2026, 12:12

მსოფლიო

POLITICO: ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

10 აპრილი 2026, 11:45

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

ევროკავშირმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსული თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლას ახდენს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 11:41

რეგიონი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აბას არაღჩი

10 აპრილი 2026, 11:28

მსოფლიო

ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით სწორი მიმართულებით მიდის

საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლზე ისაუბრა მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელ პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კირილ დმიტრიევი

10 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

Reuters: პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრიევი აშშ-შია და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 11:18

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

10 აპრილი 2026, 11:06

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს.