09 მარტი 2026, 12:36 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: 9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის“ პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო“, რაც იშიფრება „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად“. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ, სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, გადაეზარდათ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში:

„ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, იყო ალტერნატიული სახელი არალეგალური პატრიოტული გაერთიანებისა „გორგასლიანები“. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 9 მარტის მიტინგის დახვრეტა და დაიწყეს მუშაობა სტუდენტებში პროვოკატორის საპოვნელად“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დღეს მოღალატე ქართველებმა სხვა „პატრონები“ აირჩეს, თუმცა ქართველი ერი განაგრძობს ბრძოლას სრული თავისუფლებისთვის.

„70 წელი გავიდა 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენებიდან. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი საქართველოში, რაც კი მომხდარა ოდესმე რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ დაიწერა, ბევრმა მკვლევარმა იმუშავა საარქივო მასალებზე, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო გასაიდუმლოებული, დანარჩენს კი გასული საუკუნის 2000-იან წლებამდე გრიფი ედო.

მქონდა პატივი, მემუშავა ახლად გასაიდუმლოებულ მასალებზე ეროვნულ არქივში და საზოგადოებისთვის გამეცნო ის დამალული ფაქტები, რასაც არქივის გახუნებული ფურცლები ინახავდა და რაც ნაკლებად იცოდა საზოგადოებამ. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ეს იყო სტალინის კულტისთვის მოწყობილი აქციები 4-9 მარტის დღეებში, რომელიც დაიწყო გორიდან და მოედო საქართველოს ყველა დიდ ქალაქს. ამ დღეების დასასრული კი იყო 9 მარტი და ქართველთა სისხლით შეღებილი „დედაენის“, მაშინდელი სტალინის ბაღი.

ხრუშჩოვის ანტისტალინურმა პოლიტიკამ დიდი საპროტესტო ტალღა წარმოშვა ქართველ ხალხში. პირველი გამოსვლები დაიწყო გორში, შემდეგ ბათუმში, რაჭაში, ქუთაისში, კახეთში და ბოლოს ეპიცენტრი გახდა თბილისი. საბჭოთა „კგბ“ თავდაპირველად ამ მიტინგებიდან საფრთხეს ვერ ხედავდა, რადგან თვლიდნენ, რომ სტალინელებიც იმავე რეჟიმის მიმდევრები იყვნენ და წითელი დროშის ქვეშ გაერთიანებულ ქართველ ხალხს კომუნისტური იდეოლოგიით მოერეოდნენ. თუმცა, მათი მოლოდინები შეიცვალა, რადგან მომიტინგეთა რიგებში გამოჩნდნენ სულ სხვა იდეოლოგიის ახალგაზრდები.

რატომ დახვრიტეს 1956 წლის 9 მარტის მიტინგი და ვინ იყო „ქეთო“, რომელიც მთავარ საფრთხედ მიიღო საბჭოთა რეჟიმმა? თუნდაც 70 წლის შემდეგ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.
ამის შესახებ მოგვითხრობენ არქივში შენახული გაშიფრული სტენოგრამები, რომელსაც აწარმოებდა მაშინდელი უსაფრთხოების სამსახური. ისინი 4-9 მარტის მიტინგებზე ყოველი გამომსვლელის სიტყვას ჩუმად იწერდნენ, ასევე იწერდნენ მომიტინგეთა ჩუმ საუბრებს ერთმანეთში. სწორედ ამ სტენოგრამებში ხშირად გვხვდება ერთი სიტყვა - „ქეთო“, ანუ, მომიტინგეთა გარკვეული ნაწილი ამ კოდურ სიტყვას მიზანმიმართულად იყენებდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭოთა „კგბ“-მ ვერ შეძლო ამ სიტყვის გაშიფვრა და ეძებდნენ ქალს სახელად ქეთოს. ფიქრობდნენ, რომ ამ უჩინარ არსებას რაღაც განსაკუთრებული მისია ჰქონდა შესასრულებელი აბობოქრებულ ხალხში. მოგვიანებით მათ შეძლეს კოდური სიტყვის გაშიფვრა, ეს იყო ინიციალები - ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც იყო ალტერნატიული სახელი არალეგალური პატრიოტული გაერთიანებისა „გორგასლიანები“. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 9 მარტის მიტინგის დახვრეტა და დაიწყეს მუშაობა სტუდენტებში პროვოკატორის საპოვნელად.

„ქეთო“, ანუ „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია“ დაფუძნებული იყო ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილისა და სხვა დისიდენტების მიერ. ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, რომელიც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად მიიღო ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოეყენებინათ. ისინი იატაკქვეშეთში ბეჭდავდნენ პროკლამაციებს და ჩუმად ავრცელებდნენ ხალხში, აკრავდნენ ხეებზე და რამდენიმემ გაბედა კიდეც სიტყვით გამოსვლა. ბუნებრივია, რეჟიმი მთელი სისასტიკით ამუშავდა და განახორციელა კიდეც სადამსჯელო აქტი.
კავშირგაბმულობის სასახლესთან სტუდენტისთვის სროლასა და შემდეგ მისი სისხლიანი პერანგის სტალინის ძეგლთან ჩატანას მკვლევრების ერთი ნაწილი დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს, მეორენი კი დაძაბული პროცესების ბუნებრივ განვითარებად. ფაქტია, სწორედ ამ სტუდენტის სისხლიანი პერანგის ჩატანას სანაპიროზე მოჰყვა საშინელი ვნებათაღელვა და მიტინგის დახვრეტა. როგორც საარქივო მასალები გვამცნობს, დაიღუპა დაახლოებით ასამდე კაცი, ხოლო შემდეგი დღეების დაკითხვის ოქმებში დაღუპულთა სავარაუდო ციფრები გაცილებით მეტია…

გადაიქცეოდა თუ არა სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული საყოველთაო ვნებათაღელვა ეროვნულ მოძრაობად, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის ლიდერები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რათა საბჭოთა მმართველობისგან გამოეხსნათ საქართველო. 1956 წლის 9 მარტიც დარჩა ისტორიას, როგორც სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის ქართველი ხალხის პროტესტი, რომელიც დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ გადაექციათ სრულიად ეროვნულ პროტესტად.

9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის არასოდეს დასრულდება. ისტორია ცდილობს ისევ გაყიდული ქართველების ხელით მხოლოდ „პატრონების“ სახელები შეგვიცვალოს, ერი კი ისევ იბრძვის სრული თავისუფლებისთვის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

01 მაისი 2026, 21:27

რეგიონი

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

01 მაისი 2026, 21:25

საზოგადოება

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს.

01 მაისი 2026, 21:19

საზოგადოება

საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.

01 მაისი 2026, 21:08

ეკონომიკა

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.

01 მაისი 2026, 21:02

მსოფლიო

აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.

01 მაისი 2026, 21:00

რეგიონი

ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში ექვსი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

01 მაისი 2026, 20:52

საზოგადოება

კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.

01 მაისი 2026, 20:47

მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერების უარი უკრაინის გაწევრების პროცესის დაჩქარებაზე - რას წერს უკრაინული და ბრიტანული პრესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინის ლიდერმა კონკრეტული ვადაც განსაზღვრა, ევროპისთვის კი გაცემული დაპირების მიუხედავად, არანაირი თარიღი არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, კიევისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. სიმბოლურ წევრობას უშვებენ. ისიც, ვერსიის დონეზე.

01 მაისი 2026, 20:45

საზოგადოება

რა სახის სანქციები გამკაცრდა დღეიდან საგზაო მოძრაობის დამრღვევებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სანქციები გამკაცრდა, მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც.

თამარ ჩერგოლეიშვილი

01 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 20:39

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ეჭვი შეიტანა ქვეყნის უნარში, ოდესმე დათანხმდეს შეთანხმებას.

მიხეილ სააკაშვილი

01 მაისი 2026, 20:33

პოლიტიკა

მსჯავრდებულ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიაზე შეტევის კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მსჯავრდებულის პოზიცია და დამოკიდებულება მმართველ გუნდს არ აკვირვებს.

ლარს კლინგბაილი

01 მაისი 2026, 20:32

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა დაიცვა კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისგან და პასუხი გასცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

01 მაისი 2026, 20:23

ეკონომიკა

როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს - პარლამენტის დროებითი კომისიის 104- გვერდიანი დასკვნა და რეკომენდაციები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა მზად არის. თითქმის სამთვიანი მუშაობის და 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებთან დისკუსიის შედეგები 104-გვერდიან დასკვნაში აისახა.

01 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ფინანსთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

დოროთე ყურაშვილი

01 მაისი 2026, 20:11

პოლიტიკა

ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული

ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საუბრობს მოლოდინებზე, რომელიც მას მეუფე შიოს პატრიარქობის შემთხვევაში აქვს.

01 მაისი 2026, 20:07

რეგიონი

რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 20:05

მსოფლიო

ტრამპი: გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე - ტარიფი 25%-მდე გაიზრდება

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენ მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას მე გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე - ტარიფი 25%-მდე გაიზრდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ცოტნე ანანიძე

01 მაისი 2026, 19:51

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ილია ინჯია

01 მაისი 2026, 19:47

ეკონომიკა

ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას

„კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საკითხი ყველა მიმართულებით შეგვესწავლა. ეს პროცესი ერთად გავიარეთ, დეტალურად ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და საბოლოოდ ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდით - ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც“.