12 მარტი 2026, 23:37 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

გოგა გულორდავა

გოგა გულორდავა

„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.

გოგა გულორდავას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედია გარემო ქვეყანაში. მისივე თქმით, მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მაყურებლებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

„2025 წლის აპრილიდან განხორციელდა ცვლილებები კანონში და რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემა. თუმცა ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ მაუწყებლობის ქცევის კოდექსით, რომელიც 2009 წელს არის მიღებული, მანამდეც არეგულირებდა და რამე განსაკუთრებულ სიახლესთან ადგილი ამ შემთხვევაში არ გვქონია. და პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც იცავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვანელა. თუმცა სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ვერ სრულდებოდა და შესაბამისად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებით ეს შინაარსობრივი რეგულაცია გადავიდა უკვე კანონის მოქმედების სფეროში“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც მაუწყებლებს შინაარსობრივი რეგულირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აძლევს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის აღსრულების დაწყებამდე შეეცვალათ სარედაქციო პრაქტიკა. ასევე, აღნიშნა, რომ კომისიაში შესული პირველი საჩივრების განხილვის შემდეგ, დარღვევები დადასტურდა, მაგრამ მაუწყებლები გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.

„კანონის მიღების შემდგომ, კომისიამ შეიმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რას ნიშნავს სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, რა არის პატივისა და ღირსების შემლახავი, როგორ უნდა გაიმიჯნოს მოსაზრება ფაქტისგან, ასევე ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რაზე გაამახვილებდა კომისია ყურადღებას და რა იქნებოდა შეფასების კრიტერიუმები ამა თუ იმ გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. ნიშნადობლივია, რომ ეს დოკუმენტი მაუწყებლებს დაეგზავნათ გასული წლის, 2025 წლის სექტემბერში, თუმცა, უცნაურად და ასაკვირად, არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა ან კომენტარი არ გამოუთქვამს.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მედიას.

გულორდავას თქმით, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა სწორედ ტელე მაუწყებლებთან გამართა, სადაც მაუწყებლებს თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

„შევთავაზეთ მედიას, რომ გვემსჯელა ყველა იმ გამოწვევაზე, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, თუ არსებობდა დამატებით რაიმე კითხვები, თუ როგორ უნდა შედგეს სარედაქციო პოლიტიკა, რას გულისხმობს კანონი, - მაგრამ, ვერც ამ შეხვედრის შედეგები ვერ მივიღეთ. მიუხედავად საშეღავათო პერიოდის მიცემისა, როგორც უკვე აღვნიშნე კანონი მიღებულია დაახლოებით ერთი წელია, კომისია, როგორც კანონზე რეაგირების მომხდენი უწყება, ჯერ კიდევ რჩება საჩივრებზე რეაგირების რეჟიმში და არ შესულა შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში“, - განაცხადა გულორდავამ.

მისივე ინფორმაციით კანონნის ამოქმედების შემდეგ კომისიამ განიხილა 10-მდე საჩივარი, საიდანაც 4 საჩივარში - დადგინდა დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან; 5 საჩივრის შემთხვევაში - დარღვევა არ დადგინდა; 1 საჩივარი კი განხილვაშია.

ყველა სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანი

02 მაისი 2026, 11:27

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.

02 მაისი 2026, 11:19

მსოფლიო

ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

02 მაისი 2026, 11:14

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე, დღეს მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. ამ წუთებში კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს.

02 მაისი 2026, 10:55

რეგიონი

დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა

დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

02 მაისი 2026, 10:44

მსოფლიო

რუსეთმა ხერსონში ავტობუსი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 10:33

რეგიონი

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო დაიწყო. ღონისძიებაში ქუთაისობის სიმბოლო გიმნაზისტ გოგონებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ალექსეი მეშკოვი

02 მაისი 2026, 10:13

მსოფლიო

საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს

საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

02 მაისი 2026, 09:59

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.

02 მაისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

02 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები, საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგი, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბაზარზე ფასების რეგულირებას - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერში“ დებატები გაიმართება

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები - როგორ ფორმირდება, რა ახდენს გავლენას და არსებობს თუ არა პროდუქციის გაიაფების რესურსი. გეოპოლიტიკური ფაქტორები და ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში.

02 მაისი 2026, 01:39

მსოფლიო

Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს

პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

02 მაისი 2026, 00:03

მსოფლიო

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 23:46

საზოგადოება

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ

„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.

თორნიკე ფაღავა

01 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.

01 მაისი 2026, 22:49

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 22:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.

01 მაისი 2026, 22:10

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძე

01 მაისი 2026, 22:05

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული

„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული“.