02 მაისი 2026, 10:33 / სანდო წყარო

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო დაიწყო. ღონისძიებაში ქუთაისობის სიმბოლო გიმნაზისტ გოგონებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

11:00 საათისთვის ოფიციალური სტუმრების, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლების მიღებაა დაგეგმილი.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიება და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ბულვარშივე გაიხსნება შემეცნებით ინოვაციური სივრცე "უნივერსითი", რომელიც ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.

18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

20:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების გალაკონცერტი დაიწყება.
დღის განმავლობაში ქუთაისელი გოგონები ტრადიციულად, მოქალაქეებს გვირილებს დაურიგებენ.

ყველა სიახლე

02 მაისი 2026, 11:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის წარმომადგენელი, ბერნდ ლანგე გამოეხმაურა და შეერთებულ შტატებს არასანდო პარტნიორი უწოდა.

ლევან მახაშვილი

02 მაისი 2026, 11:40

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ

ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.

მარიამ გრიგოლიშვილი

02 მაისი 2026, 11:39

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ

ნაყოფიერი აღმოჩნდა განვლილი 4 კონფერენცია, რადგანაც ამ კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები უკვე გადავიდა სამუშაო რეჟიმში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა საგურამოში, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ვარლამ ლიპარტელიანი

02 მაისი 2026, 11:27

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.

02 მაისი 2026, 11:19

მსოფლიო

ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

02 მაისი 2026, 11:14

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე, დღეს მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. ამ წუთებში კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს.

02 მაისი 2026, 10:55

რეგიონი

დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა

დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

02 მაისი 2026, 10:44

მსოფლიო

რუსეთმა ხერსონში ავტობუსი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ალექსეი მეშკოვი

02 მაისი 2026, 10:13

მსოფლიო

საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს

საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

02 მაისი 2026, 09:59

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.

02 მაისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

02 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები, საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგი, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბაზარზე ფასების რეგულირებას - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერში“ დებატები გაიმართება

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები - როგორ ფორმირდება, რა ახდენს გავლენას და არსებობს თუ არა პროდუქციის გაიაფების რესურსი. გეოპოლიტიკური ფაქტორები და ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში.

02 მაისი 2026, 01:39

მსოფლიო

Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს

პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

02 მაისი 2026, 00:03

მსოფლიო

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 23:46

საზოგადოება

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ

„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.

თორნიკე ფაღავა

01 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.

01 მაისი 2026, 22:49

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.