imedi /  16 მარტი 2026, 23:33 / სანდო წყარო

ლევან ჟორჟოლიანი: კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა

ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს არ ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმას, რომ ეს არის „ფეიკ“ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კლანებს შორის დაპირისპირება, მაშინ უნდა ჩამოვთვალოთ, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი დავაკვალიფიციროთ, როგორც ე.წ. ფეიკ ბრძოლა. მაგალითისთვის, გვერდზე რომ გადავდოთ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც ვისაუბრეთ, შექმნილია ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუ-ჰაუ, არცერთ ქვეყანაში არ არის და რომელმაც უკვე 3 თვეში 2 800 000 000-ის ბაზრის კვლევები აწია და 50 მილიონის შესყიდვები უკან ჩააბრუნა.
ზოგადად, ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა არის არა ფაქტებზე, არამედ აღქმებზე დაყრდნობა. თუნდაც ამ დებატებში ჩნდება, რომ უფრო აღქმებზე გვაქვს საუბარი, ვიდრე ფაქტებზე, მაგრამ საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთი სტატისტიკა, რიცხვები, რომლებიც უბრალოდ არ ტყუიან და ფაქტები.
ვსაუბრობდი ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, ვსაუბრობდი იმ რეფორმებზე, რომლებიც გატარდა სამშენებლო შესყიდვების მიმართულებით, თეთრი სიის რეფორმა, ასევე სამშენებლო ფასების ნაწილში, რომელიც ბიზნესისთვის იყო სერიოზული პრობლემა. გამკაცრებული არის ძალიან ნებართვების და ლიცენზიის მიმართ მონიტორიგნი. დაინერგა რეალურ დროში აუდიტი, რომელიც ასევე ნოუ-ჰაუ არის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელ ინვესტორს ჰქონდეს აღქმა და ობიექტურადაც ასე იყოს, რომ თამაშის წესები არის ყველასთვის ერთნაირი. ამიტომ, ეს ინსტიტუციური ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ამოქმედდება, რომელიც გარკვეული ზღვრების ზევით ცენტრალიზებულ შესყიდვებს გამოაცხადებს და სამინისტროებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს დიდ შესყიდვებთან შეხება არ ექნებათ.

„ერთი ორგანო იქნება ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის, მონიტორინგისთვის ეს არის ძალიან ეფექტური. თუ მარტო მორალური, ბუნების კანონები არის კარგი და ადამიანის მიერ დაწერილი კანონები კარგი არ არის, ამით მთელი რომის სამართლის სისტემას ვანგრევთ. ამაზე არის აწყობილი მთელი ევროპა და კაცობრიობის მთელი სამართალი. კორუფცია ყველა შემთხვევაში ცუდია. ის ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და როდესაც ვსაუბრობთ რეგულაციებზე 2016 წლის შემდეგ, აღნიშნული რეგულაციების უმეტესობა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს და შევადარეთ შევარდნაძის პერიოდს და მაშინაც ასოცირების შეთანხმებას და მის ვალდებულებებს ასრულებდნენ ეტყობა. კორუფციის აღქმის ინდექსები რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვებით არ ტარდება, ეს სწორი არ არის. მაგალითად, Heritage Foundation-ის ბოლო კვლევა რომ ვნახოთ, იქ, აღქმებთან და აზრთან ერთად, ასევე ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ინსტიტუციურ გაძლიერებას, სახელმწიფო პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის და ა.შ. ამ მიმართულებებს როგორ ებრძვის. მარტო ენერგეტიკულ საწარმოებში და რკინიგზაში ოპტიმიზაციით წლიურად 60 მლნ დაიზოგა და ეს თუ კლანებს შორის ბრძოლაა, მაშინ შეგვიძლია ამას დავარქვათ კლანებს შორის ბრძოლა. ის ინტიტუციური რეფორმები, რომლებიც გატარდა, თუნდაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ითანხმებს ძალიან ბევრ შესყიდვას, რომლებიც გადის ძალიან პროფესიონალი ადამიანების აბსოლუტურ ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ არიან უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები, საქვეუწყებო, თუ სახელმწიფო შპს-ები, რომ კონკრეტული შესყიდვები განახორციელონ. იგივე სახელმწიფო შპს-ებიდან როდესაც 300 მილიონ შესყიდვას აკეთებენ ყოველწლიურად, იქიდან 33% დავუქვემდებარეთ სახელმწიფო შესყიდვებს და მოექცნენ რეგულაციის ქვეშ. როდესაც მათი პირდაპირი შესყიდვები იყო 400 000 ლარამდე და დავწიეთ 50 000 ლარამდე, ეს ყველაფერი თუ ინსტიტუციური მიდგომა არ არის და არის კლანებს შორის დაპირისპირება, „ფეიკ“ ბრძოლა, მაშინ შეგვიძლია დავარქვათ „ფეიკ“ ბრძოლა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ყველა სიახლე

02 მაისი 2026, 15:18

სპორტი

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა

გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.

02 მაისი 2026, 15:15

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სეზონი გაიხსნა

დღის განმავლობაში პარკში არაერთი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

02 მაისი 2026, 15:00

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა

პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. ის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო მიმართულებებს აერთიანებს.

02 მაისი 2026, 14:59

რეგიონი

ქუთაისში „გვირილობა“ გრძელდება

ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს.

დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 14:56

მსოფლიო

ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

02 მაისი 2026, 14:44

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას

არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.

ფუ ცონგი

02 მაისი 2026, 14:41

მსოფლიო

Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს

ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცოტგზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

02 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი, იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.

გიორგი სოსიაშვილი

02 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრად მოიხსენიებს.

მარიამ ლაშხი

02 მაისი 2026, 14:22

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ

განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

ლევან მაჭავარიანი

02 მაისი 2026, 14:21

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული

ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობასა და ორმაგ სტანდარტებზე აკეთებს აქცენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მაისი 2026, 14:16

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

02 მაისი 2026, 13:52

მსოფლიო

რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას რუმინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობერტ ფიცო

02 მაისი 2026, 13:19

მსოფლიო

მედია: ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცე გაუხსნა

ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბორის პისტორიუსი

02 მაისი 2026, 12:57

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 12:55

ეკონომიკა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.

02 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

New York Post: ირანი ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის კამიკაძე-დელფინების გამოყენებას განიხილავს

ირანის ხელისუფლება ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ახდენენ, კამიკაძე-დელფინების გამოყენებას აპირებს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 12:06

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

02 მაისი 2026, 12:06

კულტურა

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კონცერტი გაიმართა

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა.

თორნიკე ჭეიშვილი

02 მაისი 2026, 11:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული.