imedi /  13 იანვარი 2018, 16:58 / სანდო წყარო

კალაძე მოადგილეების ხელფასის გაორმაგებაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი მისი მოადგილეებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს, ამის შესახებ კახა კალაძემ  ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს.

"საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი - ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ - 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი, თვიური საშუალო - 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით - 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა - 6123 ლარი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი - 38 160 ლარი, თვეში - 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად - 75 600 ლარი, თვიურად - 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური - 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ - 6150 ლარი.

„მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

12 იანვარს გამარტულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა თქვა, რომ პრემიების გაცემაზე გადაწყვეტილებას პირადად მიიღებს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 04:02

მსოფლიო

ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:52

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი პატივს გვცემს, რუსეთი პატივს გვცემს - ისინი მცემენ პატივს და მეც პატივს ვცემ მათ

ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:42

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვსურს ერთიანობა, თუმცა ერთიანობისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 03:20

მსოფლიო

მარტა კოსი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში: იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანება რთულდება

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

28 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

The Irish News: MI5-ს BBC-ის ლონდონის სათავო ოფისში ჰქონდა კაბინეტი, რომელიც ახალი თანამშრომლების შესამოწმებლად გამოიყენებოდა

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს, MI5-ს, ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისში სპეციალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა ჟურნალისტის შემოწმებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფარული თვალთვალის საკითხებზე მომუშავე ტრიბუნალს მიეწოდა, - წერს ჩრდილოირლანდიური გაზეთი The Irish News-ი.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 02:21

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია - ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

ფრიდრიხ მერცი

28 თებერვალი 2026, 01:46

მსოფლიო

მერცი: დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას: ეს არავინ იცის, შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 თებერვალი 2026, 00:17

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკომისიაში აღიარეს, რომ უკრაინამ რეფორმების ტემპი შეანელა

ევროკომისიაში გამოთქვეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების ტემპი შეიძლება შენელდეს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპმა კუბის შესაძლო „მეგობრული ხელში ჩაგდების“ იდეა გააჟღერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული ხელში ჩაგდების“ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

27 თებერვალი 2026, 23:36

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:36

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია - არ ვართ კმაყოფილნი იმით, თუ როგორ აწარმოებენ ირანელები მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკმაყოფილოა თეირანის პოზიციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.

27 თებერვალი 2026, 23:01

სპორტი

ირაკლი მეძმარიაშვილმა სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციების სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო საწვრთნელი პროცესების დაგეგმვაზე ისაუბრეს; ასევე განიხილეს წაღკაძორის დახურულ კორტებზე ქართველ ჩოგბურთელთა შეკრებების საკითხი.

ჯაბა ხუბუა

27 თებერვალი 2026, 22:55

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კოლექტიური „ნაცების“ მიერ ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილი წერილი, რომლითაც მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს - მცდელობაა, შური იძიონ ქართველ ხალხზე

კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციასა და რენეგატობაზე როდი მიუთითებს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

27 თებერვალი 2026, 22:47

კულტურა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო

„ჯამბაზები“ პარმის ოპერის თეატრის სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი ფარხადინ კარიმოვის დირიჟორობით.

რობერტ ფიცო

27 თებერვალი 2026, 22:42

მსოფლიო

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას „დრუჟბას“ აღდგენა არ სურს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენით.

27 თებერვალი 2026, 22:26

სპორტი

პირველი ტაიმის შედეგად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიის ნაკრებს 39:32-ს უგებს

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი კოპენჰაგენში მიმდინარეობს. პირველ ტაიმში ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს უგებს. ამ დროისთვის ანგარიში 39:32-ია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2026, 22:18

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.

27 თებერვალი 2026, 22:00

რეგიონი

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.