იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს
ანა დოლიძე
ფოტო: თეონა გიორგელაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ის შესაძლოა ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
"ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ აგროვებდა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ მასალებს, იმისათვის რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით იაფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში. ჩვენ გვიჩნდება კითხვა და ალბათ საზოგადოებასაც უჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სერგო მეთოფიშვილის თქმით კი, ანა დოლიძის მუშაობის პერიოდში მის ორგანიზაციას შეტანილი აქვს სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ.
"მე არ ვამბობ, რომ ანა დოლიძე არის მატაჰარივით, შპიონი, ალბათ თანამშრომლობდა ანაზღაურების გამო. ეს ორგანიზაცია ოკუპანტის სასარგებლოდ ატარებდა კვლევებს,"- აღნიშნა მეთოფიშვილმა.
თუმცა დოლიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია სახელწოდებით რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იძიებს საქმეებს და სწორედ მათ სახელზეა არაერთი სარჩელი, რომელიც ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შევიდა.
"სამწუხაროა, რომ საბჭო აგრძელებს იმავე ხაზს, ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარკამპანია, იმისათვის რომ ყურადღება გადავიდეს იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვს მართლმსაჯულებას. ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა. ორგანიზაცია რომელთანაც ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის,"- აღნიშნა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება რამდენიმე მოსამართლემ მოითხოვა.
მოსამართლეებმა აცილების გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს. მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი და მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.
8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 00:55
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
28 აგვისტო 2026, 00:23
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.
28 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტო 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს მარიამობაა
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
27 აგვისტო 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.
27 აგვისტო 2026, 22:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
27 აგვისტო 2026, 21:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით, ცვლილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.
27 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
ტრამპი ნატოს წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო პროვოკაციებზე: საერთოდ არ ვშფოთავ, პრობლემას ვერ ვხედავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოცემა AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა მას არ აღელვებს.
27 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა
ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews-ი.
27 აგვისტო 2026, 21:29
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
27 აგვისტო 2026, 21:25
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი და გზა მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება.
27 აგვისტო 2026, 21:23
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.
27 აგვისტო 2026, 21:14
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.
27 აგვისტო 2026, 21:07
პოლიტიკა
გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა გარე ზეწოლისა და ოპოზიციის სიყალბისგან - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს კიდევ ერთხელ ამხელს.
27 აგვისტო 2026, 20:43
რეგიონი
ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება - ამბროლაური სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს მასპინძლობს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რაჭამ სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს უმასპინძლა, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი ტრადიციების გარშემო რეგიონის მცხოვრებლები და სტუმრები გააერთიანა.
27 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს
უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პოსტი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი ოპონენტების თეორიებს შიდა კრიზისზე წერტილს უსვამს და უარყოფს ცნობებს გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებთან შეხების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებსაც.
27 აგვისტო 2026, 20:10
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
27 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


