imedi /  19 თებერვალი 2017, 20:00 / სანდო წყარო

კლანები საპატრიარქოში - ვინ იბრძვის პატრიარქობისთვის

საკვირაო გადაცემაში "იმედის დრო" სასულიერო და საერო პირები საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობასა და კლანებზე ღიად საუბრობენ. 

"ეს არის ბრძოლა გარკვეული ჯგუფების პატრიარქობისთვის და თბილი ადგილებისთვის", - ასე აფასებს საეკლესიო პირების ნაწილი.

ეპისკოპოსთა დაჯგუფებებზე ინფორმაციას "იმედის დროს" რამდენიმე წყარო უდასტურებს.

"იმედის დროს" ინფორმაციით, მეუფე ანდრია, მეუფე სპირიდონი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, საბა, ნიკოლოზი, პეტრე, დიმიტრი შიოლაშვილთან ერთად, საერთო ჯგუფის წევრებად განიხილებიან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ილია II-ის ძმიშვილია. სინოდის წევრთა ნაწილი პატრიარქობას მას უწინასწარმეტყველებს. მეუფე დიმიტრის გუნდს, სავარაუდოდ, მიეკუთვნებიან პატრიარქის დაცვის უფროსი და ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

"იმედის დროს" წყაროს ინფორმაციით, მეორე დაჯგუფება ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან არ ასოცირდება, თუმცა, ამ დაჯგუფების მიღმა უმაღლეს სასულიერო პირთა ერთობა იგულისხმება: შორენა თეთრუაშვილი - პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ქორეპისკოპოსი თეოდორე, ქორეპისკოპოსი იაკობი, ქორეპისკოპოსი შიო, არქიმანდრიტი გერასიმე, მეუფე იობი, იოანე გამრეკელი და ვახტანგ ნიკორწმინდელი.

ამ სურათით იკვეთება, რომ სინოდის დანარჩენი 29 წევრის აზრი ჯერჯერობით მერყევია.

იღუმენი ილია ვაშაკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში, ფაქტობრივად, განხეთქილება მომხდარია.

წესის მიხედვით, პატრიარქის ანდერძი, თუ ასეთი არსებობს, სპეციალურმა კომისიამ უნდა გახსნას.

თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ  მდივან-რეფერენტი, რომელიც პატრიარქის ბეჭედს და ფაქსიმილიას განკარგავს, სპეციალურ კომისიასთან ერთად, ხსნის ანდერძს. "დღეს ჩვენ სწორედ იმ საშიშროებაზე მივუთითებთ, რომ შორენას გააჩნია ძალიან დიდი უფლებები, შექმნას კომისია და დააკომპლექტოს ისე, რომ მის ხელში დარჩეს კვლავ მანიპულაციების ძალიან დიდი შანსები", - აცხადებს ნარსია.

წესის მიხედვით, თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს, ან ანდერძში თანამოსაყდრის ვინაობა არ არის დასახელებული, ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის, ანუ მასზე, ვინც ყველაზე დიდხანს ატარებს ეპისკოპოსის ტიტულს. ასეთი სინოდში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეა, პატრიარქისგან მინიჭებული ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

თანამოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, რომლის დროსაც საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია სინოდის ყველა წევრს. საბოლოოდ, კრება სამ კანდიდატზე თანხმდება და ირჩევს ერთს.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში გამოცოცხლდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდნენ, ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება და ქონება.

ის, რომ გავლენებისთვის და ძოწისფერი მანტიისთვის ბრძოლა საპატრიარქოში დიდი ხნის წინ დაიწყო, ამაზე ბოლოდროინდელი მოვლენების ქრონოლოგიაც მეტყველებს. 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ქონება დაიტაცეს და ამ საქმეში მეუფე თეოდორე ჭუაძე ფიგურირებდა. მალევე ქორეპისკოპოსი იაკობი ქადაგებაზე ამბობს, რომ დაცვის სამსახური პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. იმართება სინოდის სხდომა. ქორეპისკოპოსი აპირებს, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საკითხი დააყენოს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე კი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოხსნის თემას ლობირებს. სინოდი არცერთ ამ საკითხზე არ მსჯელობს. მოგვიანებით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. 2017 წლის დასაწყისში პატრიარქის დაცვის უფროსი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ ზოგიერთი მღვდელმთავრის გაღიზიანება გამოიწვია. 

2 თებერვალს პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც მისი ქირურგიული ოპერაცია დაიგეგმა. 10 თებერვალს გერმანიაში მიმავალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აეროპორტში პროკურატურა აკავებს. გამოძიება ამბობს, რომ სასულიერო პირს ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინა, რომლითაც, სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ეს, ნაწილობრივ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო მეუფე იაკობი ირწმუნება, რომ ვისაც არ დასჯიან, თავად დასჯის. 

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

18 მაისი 2026, 18:59

მსოფლიო

POLITICO: მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ მან თავისი დიპლომატიური გავლენა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად არ გამოიყენა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს“.

18 მაისი 2026, 18:49

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებაზე საუბრისა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2026, 18:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის

ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

18 მაისი 2026, 18:35

მსოფლიო

The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის

ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.

18 მაისი 2026, 18:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა, რაც ისტორიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ზოგადად, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

ალექსანდრე დარახველიძე

18 მაისი 2026, 18:25

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში

რატომ გახდა აუცილებელი ახალი უწყების შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს გულისხმობს, - ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც დარახველიძემ განმარტა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.

18 მაისი 2026, 18:24

სამართალი

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

18 მაისი 2026, 18:23

სამართალი

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

18 მაისი 2026, 18:18

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ვიმედოვნებთ, რომ Routes Europe 2026-ზე დღევანდელი შეხვედრები უახლოეს მომავალში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს

იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია TAV Georgia-მ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს როგორც მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან.

18 მაისი 2026, 18:15

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 18:14

პოლიტიკა

პრემიერი: მოხარული ვარ ილჰამ ალიევთან შეხვედრით. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

ლევან მახაშვილი

18 მაისი 2026, 18:14

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, საზოგადოებაში ხელი შევუწყოთ ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს

დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

18 მაისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

პაატა სალია

18 მაისი 2026, 18:10

რეგიონი

პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.

18 მაისი 2026, 18:10

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს არსებითად შედგა შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა გამართულად იმუშაოს

დღეს არსებითად შედგა შემდგომი ათწლეულების შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა იმუშაოს გამართულად, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმებების შეფასებისას.

კირ სტარმერი

18 მაისი 2026, 18:09

მსოფლიო

კირ სტარმერი: უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ - ძალიან მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ დასრულებულა და რომ მას კვლავ „სურს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა“.

18 მაისი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

18 მაისი 2026, 18:02

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

ლევან მახაშვილი

18 მაისი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის

როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე უილიამ რუტო

18 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება. შეხვედრა მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.