imedi /  19 მარტი 2018, 20:50 / სანდო წყარო

თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

მუნიციპალური ტრანსპორტი

მუნიციპალური ტრანსპორტი

2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით და „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახური ხელმძღვანელობს აღნიშნული სტრატეგიით, რის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელებულია რიგი ღონისძიებები, მაგალითად, ახალი ავტობუსების შემოყვანა, ავტობუსის მოძრაობის ზოლების დამატება და სხვა, თუმცა აღნიშნულ სტრატეგიაში არ არის მკაფიოდ გაწერილი მცირე ზომის ავტობუსების შემოსაყვანად აუცილებელი ღონისძიებები,"- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თბილისის მერიიდან მიღებული განმარტებით, ავტობუსების მიერ პტი-ს გაუვლელობა  მხოლოდ გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობით არის გამოწვეული. 

აუდიტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს 120 მილიონი ლარი დაუჯდა.

ყველა სიახლე

12 მარტი 2026, 16:12

მსოფლიო

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია

ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.

The Pussycat Dolls

12 მარტი 2026, 16:09

კულტურა

ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება

The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.

12 მარტი 2026, 16:02

ეკონომიკა

Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - განაცხადა Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

12 მარტი 2026, 16:01

მსოფლიო

Euronews: BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა

BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

12 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.

12 მარტი 2026, 15:49

მსოფლიო

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება

ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო, თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.

12 მარტი 2026, 15:49

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

დავით სონღულაშვილი

12 მარტი 2026, 15:45

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს

მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობის ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.

ლაშა ხუციშვილი

12 მარტი 2026, 15:42

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

12 მარტი 2026, 15:38

პოლიტიკა

კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

12 მარტი 2026, 15:35

მსოფლიო

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ირანის რაკეტების მწარმოებელ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა.

12 მარტი 2026, 15:28

სამართალი

შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

12 მარტი 2026, 14:59

კულტურა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობისთვე 1924" პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.

გიორგი ცინცაძე

12 მარტი 2026, 14:58

რეგიონი

ბათუმის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.

12 მარტი 2026, 14:48

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

12 მარტი 2026, 14:44

საზოგადოება

საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ

საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

12 მარტი 2026, 14:43

მსოფლიო

რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან

ერთ-ერთი ნავთობტანკერის ეკიპაჟი, რომელსაც ირანი ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაესხა თავს, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ამერიკული კომპანია VISHNU OCEAN CARRIERS LTD-ის კუთვნილი ტანკერის Zephyros კაპიტანმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ტანკერს ჯერ დისტანციურად მართვადი კატერი დაეჯახა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, შემდეგ კი მას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.

დავით კუბლაშვილი

12 მარტი 2026, 14:38

რეგიონი

დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას

გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.

ლევან ზალკალიანი

12 მარტი 2026, 14:35

რეგიონი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მარტი 2026, 14:34

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე. ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.