გურამ გირგვლიანი: ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ ზაზა სარალიძის გვერდით ჩემი შვილის მკვლელები დგანან
სანდრო გირგვლიანი
ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ, - ასე ეხმაურება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
“ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირის. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.
მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ქალაქიდან გაიტაცეს და ოქროყანის ტერიტორიაზე აწამეს და მოკლეს. 12 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.
2018 წლის 5 იანვარს 5 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა. საქმეში ბრალდებულია ასევე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ყველა სიახლე
01 მარტი 2026, 17:23
მსოფლიო
ირანის იერიშებს ახლო აღმოსავლეთში მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელი აცხადებს, რომ ირანმა თელ-ავივზე მიტანილი იერიშისას ბალისტიკური და კასეტური ბომბები გამოიყენა. ჩამონგრეული და დაზიანებულია 40 შენობა. დაშავებულთა რიცხვი კი 28-მდე გაიზარდა. თავდასხმები სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. იერიშები ახლაც გრძელდება, მოსახლეობა თავშესაფარშია გადასული. ქვეყნის მასშტაბით იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
01 მარტი 2026, 17:02
მსოფლიო
ირანმა თეირანში იერიშების შესახებ 57 დაღუპულის შესახებ განაცხადა
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათი სამიზნეები ირანის დედაქალაქში, თეირანში მდებარე ობიექტებია.
01 მარტი 2026, 16:45
საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
01 მარტი 2026, 16:36
სპორტი
ლაშა ბექაური ტაშკენტის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია.
01 მარტი 2026, 16:20
პოლიტიკა
„მეამა“: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე - ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში
კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე , - განცხადებას კომპანია „მეამა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში.
01 მარტი 2026, 16:06
საზოგადოება
ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
01 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: „მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს - საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!
„მეამამ“ კი ცალსახად აირჩია მტრის მხარე. ის ისე შეუერთდა „დასჯის ოპერაციას“ , რომ არც კი დასვა კითხვა ეფუძნებოდა თუ არა „იმედის“ და „პოსტვის“ დასჯა რეალურ ფაქტებს. ეს ნიშნავს, რომ მან აირჩია არა სიმართლე, არამედ სიცრუე. „მეამას“ ბოიკოტი არის ლოგიკური და სამართლიანი ქმედება. ვინც დგას მტრის მხარეს, მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც თავად აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!“- წერს დავით ჩიხელიძე.
01 მარტი 2026, 15:50
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „მეამას" ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა" და „იმედს" ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში “მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “იმედთან და “პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს.
01 მარტი 2026, 15:47
მსოფლიო
რომის პაპი ირანში მიმდინარე მოვლენებს „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს
„უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედიის საფრთხის წინაშე, მივმართავ ჩართულ მხარეებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ძალადობის სპირალი, ვიდრე ის გამოუსწორებელ უფსკრულად იქცევა“, - განუცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.
01 მარტი 2026, 15:46
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მეამაზე“ : თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდაპოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება?
რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
01 მარტი 2026, 15:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის
„ალი ხამენეის გარდაცვალება ირანის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია. რა მოხდება შემდგომ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ახლა გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის“, - წერს კალასი.
01 მარტი 2026, 15:26
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე“: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!
„როცა ბიზნესი ამ ხელისუფლების პირობებში ააწყვე, ფეხზე გაიმართე, ფული იშოვე. იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!”- წერს კუჭაშვილი.
01 მარტი 2026, 15:21
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე „მეამას" განცხადებაზე: 1 300 000-მდე მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება „მეამას" კომპანიისთვის, თუ ბრიტანეთის სანქციები „იმედსა" და “პოსტივიზე”? ასეთი განაჩენი თვითლიკვიდაციის ტოლფასია
„ხალხის ძალის" წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, „მეამას" განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ისინი არ აპირებენ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტივისთან" თანამშრომლობას.
01 მარტი 2026, 15:01
სპორტი
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია. მან ნახევარფინალში იაპონელი რიკუ ოკადა დაამარცხა.
01 მარტი 2026, 14:59
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის მაღალი რანგის სამხედროების უმრავლესობა გაანადგურეს
„პრევენციული ოპერაციის დაწყებისთანავე, ისრაელის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 40 მაღალი რანგის მეთაური - ეს არის ისტორიული დარტყმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების სადაზვერვო მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში.
01 მარტი 2026, 14:53
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი „მეამას” დირექტორის განცხადებაზე, რომ არ ითანამშრომლებს „იმედთან” და „პოს ტვ”-თან: სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი კომპანიის “მეამა” დირექტორის, ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან” და „პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
01 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოულუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს - ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში
უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოულუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია წერს სოციალურ ქსელში.
01 მარტი 2026, 14:48
რეგიონი
სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამოც, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
01 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: გვექნება ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე თეთრ სახლში და საქართველოს მხრიდან გაჟღერდება მზაობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს
სუვერენული ერების ალიანსის პირველი ფორუმი იმართება, სადაც სრულუფლებიან წევრებად ვიქნებით წარმოდგენილები. ამ ღონისძიების მთავარი არსია ის, რომ სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
01 მარტი 2026, 14:35
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობებს აიათოლა ალირეზა არაფი შეასრულებს
არაფი დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეისთან ერთად იმუშავებს.


