ელისაშვილი სარალიძეს: თუ გინდათ საქართველო თქვენ გვერდით დარჩეს, მარტო გაუძეხით აქციას
ალეკო ელისაშვილი
ზაზა სარალიძე
ალეკო ელისაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.
"დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს - ბატონო ზაზა, გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად!
გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების! გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთ პატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ. ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგუწრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა?! ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ - ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით!"- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება.
აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
გუშინ დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
01 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: გვექნება ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე თეთრ სახლში და საქართველოს მხრიდან გაჟღერდება მზაობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს
სუვერენული ერების ალიანსის პირველი ფორუმი იმართება, სადაც სრულუფლებიან წევრებად ვიქნებით წარმოდგენილები. ამ ღონისძიების მთავარი არსია ის, რომ სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
01 მარტი 2026, 14:35
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობებს აიათოლა ალირეზა არაფი შეასრულებს
არაფი დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეისთან ერთად იმუშავებს.
01 მარტი 2026, 14:30
საზოგადოება
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების წმენდა გრძელდება. გაიწმინდა თბილისის ქუჩები არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
01 მარტი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
01 მარტი 2026, 14:23
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს
„საბრძოლო მოქმედებები ჯაჭვური რეაქციის რისკს მოიცავს, რომლის კონტროლსაც ისედაც არასტაბილურ რეგიონში უკვე ვერავინ შეძლებს. საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და მოლაპარაკებებითაა მიღწევადი“, - განაცხადა გუტერეშმა.
01 მარტი 2026, 14:19
მსოფლიო
ევროკავშირი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ. ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - წერს კალასი.
01 მარტი 2026, 14:14
ეკონომიკა
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
1 მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
01 მარტი 2026, 14:10
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.
01 მარტი 2026, 14:04
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო დარტყმების ვიდეომასალას ავრცელებს
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული. სამხედრო უწყების განცხადებით, ირანი გაფრთხილებულია, რომ არმია შემდგომი ქმედებების შესახებ განკარგულების მოლოდინშია.
01 მარტი 2026, 13:45
რეგიონი
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 13:31
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა
„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა... აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
01 მარტი 2026, 13:15
მსოფლიო
ირანში ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების დაბომბვის შესახებ განაცხადეს
ირანის არმია აცხადებს, რომ პილოტებმა ბაზებს რამდენიმე ეტაპად წარმატებით დაარტყეს და დასძინა, რომ რეგიონში არსებული ყველა „მტრის სამხედრო ცენტრი“ საჰაერო ძალების გამანადგურებლების წვდომის ზონაშია.
01 მარტი 2026, 13:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს: სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა, რასაც თქვენ ცდილობთ - უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგუროო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, რომ ისინი სერგო ორჯონიკიძის გზას ადგანან. ჩიხელიძეს სწორედ ორჯონიკიძის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიცია უცხო ძალების მხარდაჭერით ცდილობს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებას.
01 მარტი 2026, 12:54
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 12:52
მსოფლიო
ისრაელი თეირანს ბომბავს
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ თეირანში ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებენ.
01 მარტი 2026, 12:52
სპორტი
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია
ლაშა ბექაურმა იონგჰუნ კიმი იპონით დაამარცხა და ტაშკენტის გრან სლემის ნახევარფინალში გადავიდა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
01 მარტი 2026, 12:29
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე დაიხურა. აეროპორტებში ათობით ათასი ტურისტია ჩარჩენილი
ავიაკომპანიამ Emirates Airlines დუბაის მიმართულებით და პირიქით ყველა რეისი სულ მცირე 1 მარტის შუადღემდე შეაჩერა. Qatar Airways-ის მონაცემებით, კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტის დილამდეა დაკეტილი. საჰაერო სივრცე ასევე დახურული აქვთ ირანსა და ისრაელს.
01 მარტი 2026, 12:06
რეგიონი
ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 12:05
თავდაცვა
კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
01 მარტი 2026, 11:52
მსოფლიო
ასობით დემონსტრანტი კარაჩიში აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა
პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი დემონსტრანტი მოკლულია, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ირანული მედიის მონაცემებით, დაღუპულია 10 დემონსტრანტი.


