ჭიჭინაძე: თუ კობახიძე აღიარებს, რომ მის კომპრომისს ხალხი ემსხვერპლა, წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახოს, უნდა გადადგეს
დავით ჭიჭინაძე
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ 16 ივლისს, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. "თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“.
“როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თავის დროზე უმრავლესობა კომპრომისზე წავიდა. მათ, ვინც გუშინ გამოდიოდა და წინა მთავრობას ადანაშაულებდა, გავახსენებ, რომ ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც გამოვედით მე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში ასეთი უმსაგავსობა უნდა დამთავრდეს. მაშინ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე გამოდიოდნენ, ვითომ გვეთანხმებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, რომ ამგვარი კანონის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააურესებდა და ქვეყანას ინვესტირებისთვის არამიმზიდველს გახდიდა. საკმაოდ გასაოცარი იყო ის, რაც გუშინ მოვისმინე. როდესაც ითქვა, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, გამოდის რომ მთელი ჩვენი - “ქართული ოცნების“ მოღვაწეობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმული. სწორედ ამას ვაპროტესტებ ამდენი ხანია, რომ ჩვენ კონიუნქტურულად მთავრობებს ვერგებით და არა - ადამიანებს, ვისაც ჩვენ დაპირებებს ვაძლევთ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ ის არ არის ვიღაცას დაქვემდებარებული ადამიანი. მინდა გაითვალისწინოს, რომ არც ჩვენ, დეპუტატები არ ვართ მინისტრების და მთავრობის ხელქვეითები. შესაბამისად, კომპრომისები ხალხის ხარჯზე არ უნდა ვაკეთოთ. ამ განცხადების შემდეგ თანმდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო - თუკი მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი. ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. გამოდის, რომ კომპრომისები ხალხის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. როდესაც ამას ადამიანი აღიარებს, მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, კობახიძემ ლიბერტარიანული მიდგომების არსებობა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
16 ივლისს, დილით, ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა. იხილეთ 2007-2018 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 11:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.
26 თებერვალი 2026, 11:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.
26 თებერვალი 2026, 11:41
ეკონომიკა
საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა
2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა
ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი
უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
26 თებერვალი 2026, 11:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში
ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.
26 თებერვალი 2026, 11:37
მსოფლიო
ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან
„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.
26 თებერვალი 2026, 11:35
პოლიტიკა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 11:31
ჯანდაცვა
ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
26 თებერვალი 2026, 11:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ
ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
26 თებერვალი 2026, 11:20
სამართალი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.
26 თებერვალი 2026, 11:14
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება
ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 11:14
მსოფლიო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს
საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Russia ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 11:01
მსოფლიო
Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 11:00
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
26 თებერვალი 2026, 10:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს
უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.


