imedi /  24 ივლისი 2018, 23:06 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას ემხრობა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა

„გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება,  არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. 

თუმცა, ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზეც საუბრებს და დარწმუნებულია, რომ მათგან ნებისმიერი გაიმარჯვებს, თუ მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

„ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, - განმარტავს ის.

13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო, ეს ცნობა მმართველ პარტიაშიც არ დაუდასტურებიათ.

თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა უნდა არსებობდეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობსმოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. ამასთან, მარგველაშვილის პასუხს ელოდება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი თანამშრომლობაზე უარს ეტყვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ის ვისაც შეარჩევენ ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ლიდერი. 

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

17 ივნისი 2026, 13:11

პოლიტიკა

ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარში“ მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ

ეს მონაკვეთი ყველაფრით „მშვენიერია“ - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარებში“, ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ „საათი იქს“ დადგომისას - სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ - თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას - დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.

გია აბაშიძე

17 ივნისი 2026, 13:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ლელოს“ თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ თურმე საქართველო „უღატაკესია“ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური „მრჩეველი“, რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის „უღატაკესი“ ქვეყანაა.

ლადო სადღობელაშვილი

17 ივნისი 2026, 13:10

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა

წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს, მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

17 ივნისი 2026, 13:06

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელდა.

დავით ჩიხელიძე

17 ივნისი 2026, 13:05

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ომი არ დაიწყებოდა, იქნებოდა თუ არა საერთოდ საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე იმ მასშტაბით, როგორც ეს 2022 წლის შემდეგ ვიხილეთ? თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის აღიარება, რომ სწორედ ომი გახდა გაფართოების დღის წესრიგის განმაპირობებელი ფაქტორი

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

17 ივნისი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

17 ივნისი 2026, 12:55

მსოფლიო

Der Spiegel: Volkswagen-ი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ცნობილი გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი კრიტიკულ ვითარებაშია. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 12:47

საზოგადოება

„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.

17 ივნისი 2026, 12:40

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ,,ჯეოსთილზე“, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზას“ დიდი ოდენობით 17 391 121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

17 ივნისი 2026, 12:31

მსოფლიო

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი მესამე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობას არ გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მესამე ვადით დარჩენას არ აპირებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 12:29

მსოფლიო

Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა

ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს, რათა ქვეყანას რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

17 ივნისი 2026, 12:25

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება

სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით.

ზაალ ანჯაფარიძე

17 ივნისი 2026, 12:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკია: ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და უტიფარ ტყუილს უწოდებს.

17 ივნისი 2026, 12:04

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

17 ივნისი 2026, 12:01

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ორი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

17 ივნისი 2026, 11:57

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

ჯერემი კლარკსონი

17 ივნისი 2026, 11:55

კულტურა

ჯერემი კლარკსონმა გაამხილა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

66 წლის კლარკსონმა დიაგნოზის შესახებ შოუს მუდმივ მონაწილეებს - კალებ კუპერსა და ჩარლი აირლენდს უამბო. კლარკსონს არ დაუკონკრეტებია, კიბოს რა სახეობაზეა საუბარი, თუმცა დაავადება აღწერა როგორც „აგრესიული“ და აღნიშნა, რომ მკურნალობის ფარგლებში პროსტატის ნაწილი მოჰკვეთეს. „გასულ კვირას მცირე ხნით გავუჩინარდი. ბიოფსია გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს კიბოა. ის აგრესიულია, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი“, - თქვა მან.

17 ივნისი 2026, 11:54

საზოგადოება

ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.

17 ივნისი 2026, 11:41

საზოგადოება

წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია თითქმის ორმაგდება და სემესტრულად 1 000 ლარი გახდება

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

17 ივნისი 2026, 11:35

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩის N102-თან, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.