გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ევროპულ სასამართლოში ტატუნაშვილის სარჩელის მთავარი მტკიცებულებაა
არჩილ ტატუნაშვილი
ფოტო: facebook
არასამთავრობო ორგანიზაციის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. დასკვნის შედეგების ფრაგმენტი გასაჯაროვდა, რომლის შესახებაც 1tv წერს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“, „მინესოტასპროტოკოლი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიკვდილის მიზეზების დადგენის საერთაშორისო გაიდლაინისა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მეათე გადასინჯვის შესაბამისად.
დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში - ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის ევროკონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.
ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი ტრავმული დაზიანების კვალი: ნაჭდევები, თითის მოტეხილობის, მრავლობითი ვრცელისისხლნაღვენთებისა და ჭრილობების სახით, მიყენებული მოგრძო ფორმის, ბრტყელი ან ცილინდრული ზედაპირის მკვრივი-ბლაგვი საგნების, არაერთჯერადი დარტყმითი ზემოქმედებით, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მიმართულების, ან/და უსწორო კიდეებიანი, პირობითი საათის ციფერბლატის სხვადასხვა მიმართულების მქონე, რაც ადასტურებს, რომ დაზიანებები მიყენებულია ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევის მიზნით, ჯგუფურად - არაერთი პიროვნების მიერ.
ყველა წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტრავმული დაზიანებები არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნება მთელ სხეულზე, თითქმის ყველა მიდამოში, მათ შორის, თავის არეში და სასქესო ორგანოების მიდამოში. მათი მთელ სხეულზე გადანაწილება, სხვადასხვა მიმართულება და ერთსა და იმავე უბანზე განმეორებითი დარტყმების კვალი მიუთითებს (ასე მაგალითად, ორივე ხელის მტევანზე აღწერილი დაზიანებები ჭრილობის სახით, სასქესო ორგანოების სათესლე ჯირკვლების დაზიანება, ასევე, ზურგზე, კიდურებზე, დუნდულოებისა და გვერდების მიდამოში) გამიზნულ დარტყმებზე, რისი მიზანიც იყო ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება და არ შეიძლება, განხილული იყოს, როგორც მკვრივ საგნებზე დაჯახების ან კიბიდან დაგორების შედეგები.
„მაშასადამე, დგინდება, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ცხინვალის კონტროლის ქვეშ არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში პროკურატურაში ან უშიშროების იზოლატორში, მათივე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილისადმი ძლიერი ფიზიკური და შესაბამისად, ფსიქიკური ტრავმების მიყენებას აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, აღნიშნული გაეროს „კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ პირველი მუხლის შესაბამისად განიხილება, როგორც ადამიანის წამება“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ამავე დასკვნით, წამების დროს ადგილი ჰქონდა შემდეგი მეთოდების გამოყენებას - სასტიკი ცემა, განმეორებითი დარტყმებით სხეულის მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ხელის მტევნებისა და მარცხენა წვივის არეში (ჭრილობები), მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სხეულის მთელ ზედაპირზე (თითქმის 2/3-ზე მეტი ფართობი დაზიანებულია), დაფიქსირება - არაფიზიოლოგიურმდებარეობაში ყოფნა, სექსუალური წამება - სათესლე ჯირკვლის დაზიანება.
„წამების ინსტრუმენტად იდენტიფიცირებულია: პოლიციური „დუბინკა“, ასევე, დიდი ალბათობით, შებოჭვისთვის ხელბორკილების, ხოლო ცემისთვის ავტომატის, სხვა იარაღის კონდახებისა და ლულის, ან სხვა ცილიდრული მყარი ბლაგვი საშუალებების გამოყენება. შესაძლოა, „სათესლე პარკის გადაგრეხვა, ან „მოგუდვაც“ იქნა გამოყენებული“, - აღნიშნულია დასკვნაში.
სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის აქამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში დაღუპვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს. ამის მიზეზად კი ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ექსპერტიზას ასახელებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გადმოსვენებულ ცხედარს ორგანოები აკლდა, რის გამოც დაღუპვის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულდებოდა. ქართულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ორგანოების დაბრუნების შესახებ. 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განცხადა, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, სადაც ტატუნაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ტატუნაშვილის დაღუპვას ქვეყანში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვევლ დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრის დაცინვის გამო დაიბარა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაითი მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც დიპლომატმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ფრანკ ვანდენბრუკეს შესახებ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.


