imedi /  20 მარტი 2018, 21:09 / სანდო წყარო

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან გადმოასვენეს

1-თვიანი ლოდინის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს გადასცა. ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს  წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

ცხედარს გადაასვენებენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. როგორც შსს-ში განმარტავენ ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება და მისი დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. 

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.

ყველა სიახლე

მალხაზ კობაური

24 მარტი 2019, 10:53

ძალოვნები

სმითების მკვლელობის საქმეზე საპატიმრო-არსებითი განხილვა დასრულებულია

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

გზა

24 მარტი 2019, 10:15

საქართველო

უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

ბურთი

24 მარტი 2019, 09:58

სპორტი

საქართველო-ირლანდიის მატჩი 26 მარტს ჩატარდება

მანამდე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წააგო. ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიის ნაკრებს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ. საქართველო-ირლანდიის მატჩი 26 მარტს ჩატარდება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

24 მარტი 2019, 09:54

კულტურა

ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები. გამოფენისთვის „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი შეირჩა.

24 მარტი 2019, 09:42

ტაბლოიდი

ორლანდო ბლუმის სახლი $8.9 მილიონად იყიდება

ვილა, რომელიც ინგლისელმა მსახიობმა 2 წლის წინ შეიძინა, თავდაპირველად 7 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 42 წლის ვარსკვლავმა მის ინტერიერში ცვლილებები შეიტანა, სახლის ფასმა იმატა. ახლა ის $8.9 მილიონად იყიდება.

ნათან ჩენი

24 მარტი 2019, 09:38

სპორტი

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ნათან ჩენი გახდა

რაც შეეხება ქართველ მოციგურავეს მორის ყვითელაშვილს, თავისუფალ პროგრამაში მან 158.07 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში მეცამეტე ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილმა საგრძნობლად გააუმჯობესა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი. შარშან ის 26-ე იყო.

Boeing 737 MAX

24 მარტი 2019, 09:21

ეკონომიკა

Boeing-მა ეთიოპიის ავიაკასტროფის შემდეგ $40 მილიარდი იზარალა

ინციდენტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 18%-ით დაეცა. ეთიოპიის შემთხვევის შემდეგ ქვეყნებმა და კომპანიებმა უარი თქვეს Boeing 737 Max-ზე. რამაც კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. თვითმფრინავში 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო.

კონგრესი

24 მარტი 2019, 09:04

მსოფლიო

კონგრესში ტრამპის რუსულ კავშირებზე გამოძიების შედეგებს ელიან

მანამდე მიულერის ანგარიში იუსტიციის დეპარტამენტში გაიგზავნა, სადაც გენერალური პროკურორი უილიამ ბარი გადაწყვეტს რა დოზით გაასაჯაროებს საქმის დეტალებს კონგრესთან. 23 მარტს აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა. გამოძიება 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა.

ექიმი

24 მარტი 2019, 08:57

საქართველო

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.

საარჩევნო ყუთი

24 მარტი 2019, 08:41

მსოფლიო

2014 წლის გადატრიალების შემდეგ პირველად ტაილანდში საყოველთაო არჩევნებია

სამხედრო მთავრობა საყოველთაო არჩევნების გამართვას ეწინააღმდეგებოდა. გადატრიალების შემდეგ, პირველი არჩევნები 2015 წლისთვის იყო დანიშნული, მაგრამ სამხედრო ხუნტამ ის გააუქმა. ასევე, გაუქმდა 2018 წლის თებერვლისთვის დანიშნული არჩევნებიც.

ლადო აფხაზავა

24 მარტი 2019, 08:32

საქართველო

დღეს გაირკვევა მიიღებს თუ არა ლადო აფხაზავა მილიონ დოლარს

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,"- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

24 მარტი 2019, 08:23

მსოფლიო

ტრამპი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას მიესალმება

თუმცა, როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, ტერორისტების ეს ჯგუფი საფრთხედ ისევ რჩება. თუმცა, ტრამპი პირობას დებს, რომ ამ "ნარჩენებსაც" გაანადგურებს. მანამდე „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ სირიის ქალაქი ბაგუზა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან მთლიანად გაათავისუფლეს

24 მარტი 2019, 08:08

მსოფლიო

საკრუიზო გემიდან, რომელსაც ძრავა გაუფუჭდა, ვიდეო გავრცელდა

ამ დროისთვის ნორვეგიის სანაპიროსთან, გემიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებია ჩართული. რამდენიმე მგზავრი ჯერ კიდევ ბორტზე რჩება. სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.

ენს სტოლტენბერგი

24 მარტი 2019, 07:58

საქართველო

საქართველოს დღეს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

24 მარტი 2019, 00:32

ტაბლოიდი

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლადო აფხაზავამ ჰიუ ჯეკმანი გაიცნო

მასწავლების ეროვნული ჯილდოს გვერდზე გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. ჯეკმანი დაჯილდოების წამყვანია. ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

ბარბარა სტრეიზანდი
მაიკლ ჯექსონი

24 მარტი 2019, 00:21

კულტურა

ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკეს

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. მან გაზეთ Times ინტერვიუში უთხრა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.

24 მარტი 2019, 00:08

მსოფლიო

ნორვეგიის საკრუიზო გემზე ევაკუაცია გამოცხადდა

ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.