მაკკეინის გარდაცვალების გამო გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მწუხარება გამოთქვეს
ჯონ მაკკეინი
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას.
ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში,"- წერია განცხადებაში.
ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს გამორჩეული მეგობრის, სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სახელით ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში. ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა ჩაშალა ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის მათ შორის დაფინანსება ერთი ქვეყნის, ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა, ასე რომ ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს ფარას კანონით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.
18 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა. ანუკი ჩხიკვაძე არკვევდა.
18 სექტემბერი 2026, 11:15
საზოგადოება
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 10:57
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
Financial Times: შუალედური არჩევნების შემდეგ „დემოკრატები“ ტრამპის ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით იმუქრებიან
თუ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, პარტია „ტრამპის კრიმინალური ოჯახის“, მის ბიზნესპარტნიორებისა და მილიარდერი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიებების წარმოებას „აგრესიულად“ გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში „დემოკრატების“ ყველაზე მაღალი რანგის წევრსა და კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეზე რობერტ გარსიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 10:29
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წამყვან ამერიკელ ღვინის ჟურნალისტებს და პროფესიონალებს შეხვდა.
18 სექტემბერი 2026, 10:25
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ უკრაინას გერმანიის მეშვეობით Patriot-ის 10 რაკეტას გადასცემს
აშშ გერმანიიდან უკრაინისთვის Patriot-ის 10 რაკეტის გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედის ამერიკის კონგრესის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 10:09
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 10:02
მსოფლიო
რობერტ ფიცო: ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, სლოვაკეთი რაიმე ომში ჩაერთოს.
18 სექტემბერი 2026, 10:01
რეგიონი
თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს
თეა ახვლედიანმა, გივი მიქანაძემ და გიორგი ვოლსკიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს
18 სექტემბერი 2026, 09:46
საზოგადოება
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება.
18 სექტემბერი 2026, 09:33
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
18 სექტემბერი 2026, 09:24
საზოგადოება
მსჯავრდებულებსა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები და „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
18 სექტემბერი 2026, 09:19
მსოფლიო
მედია: უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ნიკოლიუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში გადამწყვეტ გზაგასაყარამდე მივიდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში კრიტიკული ეტაპი ახლოვდება და მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - განაახლოს თუ არა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა კონფლიქტი დასრულდეს.
18 სექტემბერი 2026, 08:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 სექტემბერი 2026, 08:26
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს
ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ.
18 სექტემბერი 2026, 08:11
საზოგადოება
ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა
კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი - 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
18 სექტემბერი 2026, 01:43
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.


