სალომე ზურაბიშვილის ახალი განცხადება აგვისტოს ომის თაობაზე მმართველ გუნდში შეაფასეს
პირველი რესპუბლიკის მოედანი ნომერი 6 - ამ მისამართზე დღეიდან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იწყებს მუშაობას. დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებების განმარტებას დაუთმო. პრესკონფერენციის დროს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო.
"რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება ჩემი ცხოვრების მრწამსი და ოცნებაა. მისი დამოუკიდებლობის დაცვა რუსეთისგან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია - ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო.
2008 წელს რუსეთმა დაარღვია ყველა შეთანხმება, რომელშიც აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასდროს შეჭრილა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეხვედრას მმართველი პოლიტიკური ძალა სრული შემადგენლობით ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებითა და ქვემეხებით შემოიჭრა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს განიხილავ, შეიძლება, რაღაც სახის სიუჟეტი გააკეთო, არიქა, საპრეზიდენტო კანდიდატი რას ამბობს. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი რომ შემოიჭრა, ამას სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა და დღესაც ეს გაიმეორა. სალომეს დიდი ხანია ვიცნობ, ის ყოველთვის საქართველოს ინტერესების დამცველი იყო. რუსის ჯარის გაყვანას წინ რა პერიპეტიები უსწრებდა და რამდენად რთული მოლაპარაკებების ჩამტარებელი იყო სალომე, ეს ყველას კარგად ახსოვს.
რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, ის დამნაშავეა იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთისა და სხვა ქვეყნებმა აღიარეს. როცა ქვეყნის ხელისუფალი ხარ, ვალდებული ხარ, ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნო და ამის გაკეთების შესაძლებლობა იყო, არსებობდა და მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება ამ საკითხში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. სალომე ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქარველოს ტერიტორიაზე ტანკებით, ქვემეხებით შემოიჭრა”, – განაცხადა ძიძიგურმა.
„დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთად შევძლებთ, რომ რუსული ბაზები საქართველოდან ხელმეორედაც გავიყვანოთ, ქვეყნის დეოკუპაცია მოვახდინოთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პრეზიდენტი ისეთი ადამიანი გახდეს, რომელიც ამ შემთხვევაში, იქნება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი პრეზიდენტი, არამედ იქნება ზეპარტიული ფიგურა, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების აზრის შემკრები. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, ეს მისია შეასრულოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერი დღეს, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრო.
„რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია ისაუბროს ომსა და 2008 წელზე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ. არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ უნდა დავუტოვოთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყანის ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რომ ჩვენ ასეულობით სოფელი და მებრძოლო გმირები დავკარგეთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (2004-2005 წლები) სალომე ზურაბიშვილის მთავარ დამსახურებად ბევრი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაში მის წვლილს ასახელებს. ამ მოლაპარაკებებს რუსეთთან სწორედ ზურაბიშვილი აწარმოებდა. ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომზე განცხადების გამო, ზურაბიშვილი პრორუსულ შეხედულებებში დაადანაშაულეს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. თუმცა, საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას, რამაც კონფლიქტის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.
სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელს არ მოეწონა. მაგრამ მოგვიანებით მან განმარტა, რომ 2008 წელს რუსეთი მოქმედებდა როგორც აგრესორი, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოსკოვს მიზნების განხორციელებაში შეუწყვეს ხელი, რადგან რუსულ პროვოკაციაზე სამხედრო რეაგირება მოახდინეს. ეს კი რუსეთმა გამოიყენა როგორც საბაბი, საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად.
„ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი სამოქალაქო ვალია ეს გვახსოვდეს“, - დაწერა ზურაბიშვილმა.
ეს განმარტება შეესაბამება "ქართული ოცნების" პოზიციას, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი 2008 წლის ომში აგრესორი და ომის ინიციატორი იყო, მაგრამ რომ არა სააკაშვილის მთავრობის ავანტიურისტული მიდგომა, მოსკოვს არაფერი გამოუვიდოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო გეგმების შესახებ ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიაში.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 18:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
21 ივნისი 2026, 18:00
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება
პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
21 ივნისი 2026, 18:00
სპორტი
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.
21 ივნისი 2026, 17:41
მსოფლიო
ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს
მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.
21 ივნისი 2026, 17:37
მსოფლიო
ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა
დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.
21 ივნისი 2026, 17:31
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ ტარდება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.
21 ივნისი 2026, 17:30
სპორტი
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
21 ივნისი 2026, 17:22
მსოფლიო
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები რუსი ოკუპანტების სამიზნეების, მათ შორის ნავთობ-ბაზების, ტერმინალის, გაზის ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და ლოგისტიკის განადგურების შესახებ იუწყება.
21 ივნისი 2026, 17:20
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. პირველ რიგში, ეს საქართველოს გამარჯვებაა
იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
21 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება. ჩვენი სახსრებიდან 6 მილიარდ დოლარს, რომელიც კატარში ინახება, დაგვიბრუნებენ. შეერთებულ შტატებს მხოლოდ ერთი შიში აქვს, რომ ჩვენ არ შევქმნათ ბირთვული ბომბი. გარდაცვლილმა ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვჭირდება. ამერიკელებმა გვითხრეს, უბრალოდ გადმოიტანეთ ეს წერილობით და მოაწერეთ ხელი. ჩვენც მოვაწერეთ. ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. ეს ჩვენი უფლებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
21 ივნისი 2026, 17:14
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
21 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
კიევში ლგბტქ თემის მხარდამჭერი მარში გაიმართა
ორგანიზატორების ცნობით, „თანასწორობის მარშში“ 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კანადის ელჩი უკრაინაში. პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში კონტრაქცია მოეწყო.
21 ივნისი 2026, 16:51
მსოფლიო
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში გაფრენის წინ მან თავის მთავარ პრიორიტეტებად მოლაპარაკებების პროცესის სტრუქტურის შემუშავება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში წინსვლა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაასახელა.
21 ივნისი 2026, 14:58
მსოფლიო
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
საპატრულო კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ქალაქის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები განათავსეს, ბიურგენშტოკში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ირანის დელეგაციას შეხვდება.
21 ივნისი 2026, 14:53
კულტურა
„იმედზე“, 16:00 საათზე, ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართება
ადამიანები, ვინც არ იციან დანებება და ვისაც ქვეყანა მხარში დაუდგა - 16:00 საათზე, „იმედზე“, ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადდა.
21 ივნისი 2026, 14:38
კულტურა
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა.
21 ივნისი 2026, 14:36
რეგიონი
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება. საოცრებათა მოედანზე შეკრებილ სტუმრებს დღესაც არაერთი გასართობი და მუსიკალურ ღონისძიებას ელოდებათ. ფესტივალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ფოტო ზონები და გასართობი სივრცეები.
21 ივნისი 2026, 14:29
მსოფლიო
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის უწყებათაშორისი მექანიზმი აამოქმედა. საგანგებო ზომების მიღებისთვის ემზადება საბანკო სექტორიც. ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა ხანძრები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფები გამოიწვიოს, რაც სადაზღვევო სისტემასა და საბანკო სექტორს ტვირთად დააწვება.
21 ივნისი 2026, 14:28
მსოფლიო
სალონიკსა და ვაშინგტონში პრაიდები გაიმართა
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ლგბტქ თემის მარშის პარალელურად ბერძენი ბერი, პროტესტის ნიშნად, სატვირთო მანქანის წინ გზაზე დაწვა. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა, რასაც ლგბტ აქტივისტების მხრიდან დაცინვა მოჰყვა
21 ივნისი 2026, 14:27
მსოფლიო
მედია: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს. ამის თაობაზე ბრიტანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.


