imedi /  06 აგვისტო 2018, 17:02 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თავის სახლში გამართა.

"ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი და იცით, რომ ამაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან მძიმეა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.. პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა მინდა... არ მახსენდება მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც საუკუნენახევარში ამდენი ტერიტორია დაკარგა. უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ქალი პრეზიდენტი შეიძლება იყოს უფრო "დამწყნარებელი" ვიდრე, პოლიტიკასა და კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა.

66 წლის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაება. ქართველი ემიგრანტების შთამომავალი და ცნობილი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი პარიზში დაიბადა, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა და  კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობას მიუძღვნა.

2003 წელს ის საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა და ამ პოზიციაზე ერთი წელი იმუშავა. 2004-2005 წლებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თუმცა თანამდებობიდან მმართველი პარტიის დეპუტატებთან დაპირისპირების და მათი მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს. ამ უწყებაში მისი მუშაობის ყველაზე აღსანიშნავ ფაქტად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებები მიიჩნევა. 

2006 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პარტია „საქართველოს გზა“ შექმნა, რომელიც მომდევნო წლებში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა საპროტესტო კამპანიაში და აქციაში მონაწილეობდა.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების ფონზე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის და საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა. 2008 წლის 5 იანვრის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. 

2010 წლის ნოემბერში სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა და მიზეზად საქართველოში დემოკრატიის და ოპოზიციის საქმიანობისთვის პირობების არარსებობა დაასახელა. მან საქმიანობა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე განაგრძო.

საქართველოში ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა სცადა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას კანდიდტად რეგისტრაციაზე ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა. ზურაბიშვილმა ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა კენჭი დამოკიდებლად იყარა თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. მაშინ „ოცნებამ“ ამ ოლქში მას კონკურენტი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. პარლამენტში ის ემიგრანტების საკითხებს აქტიურად ლობირებდა.     

13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო, ეს ცნობა მმართველ პარტიაშიც არ დაუდასტურებიათ.

თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყოდა, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მას მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიემართა იმ ქვეყნისთვის, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა გაკეთებული უნდა ჰქონდა.   

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. პრეზიდენტად კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილიც.

24 ივლისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. მმართველი პარტიის პოზიცია სავარაუდოდ დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ვარიანტებს განიხილავენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.  

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

08 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

The Spectator: უკრაინა ომს აგებს

The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.

იაგო ხვიჩია

08 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.

08 სექტემბერი 2026, 14:33

მსოფლიო

Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება

გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:29

კულტურა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 14:28

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს

ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.

თორნიკე ფაღავა

08 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა

რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.

08 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.

08 სექტემბერი 2026, 14:25

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.