ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას ემხრობა
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა
„გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზეც საუბრებს და დარწმუნებულია, რომ მათგან ნებისმიერი გაიმარჯვებს, თუ მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
„ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, - განმარტავს ის.
13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო, ეს ცნობა მმართველ პარტიაშიც არ დაუდასტურებიათ.
თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა უნდა არსებობდეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობსმოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. ამასთან, მარგველაშვილის პასუხს ელოდება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი თანამშრომლობაზე უარს ეტყვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ის ვისაც შეარჩევენ ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ლიდერი.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 14:47
პოლიტიკა
ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო
ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში, რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
08 აგვისტო 2026, 14:45
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.
08 აგვისტო 2026, 14:42
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ
ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.
08 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს
თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 14:22
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში.
08 აგვისტო 2026, 14:19
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად
დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ამავე დროს დღევანდელი დღეს არიის იმ ადამიანებით სიამაყის დღე, რომლებმაც ქვეყანას სიცოცხლე შესწირეს.
08 აგვისტო 2026, 14:19
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 14:18
მსოფლიო
ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 14:15
რეგიონი
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
08 აგვისტო 2026, 14:07
რეგიონი
გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს
ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს
08 აგვისტო 2026, 13:58
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.
08 აგვისტო 2026, 13:54
საზოგადოება
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან. ისინი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს კიდევ ერთხელ იხსენებენ.
08 აგვისტო 2026, 13:52
პოლიტიკა
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
08 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
08 აგვისტო 2026, 13:43
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!
„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 13:32
რეგიონი
დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
08 აგვისტო 2026, 13:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!
12 აგვისტოს შეთანხმებაზე საქართველოს და რუსეთის ხელმოწერის გარდა, კიდევ არის ევროკავშირის ხელმოწერა, როგორც გარანტის. რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო? სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები? არა. ვის დაუწესა სანქციები? საქართველოს დაუწესა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისივე თქმით, ნაომარ ქვეყანას დასავლეთმა 2008 წელს იარაღის შესყიდვაზე ემბარგო დაადო.
08 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!
ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
08 აგვისტო 2026, 13:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს
„ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.


