imedi /  13 ივლისი 2018, 14:10 / სანდო წყარო

ოცნებას, სავარაუდოდ, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

Imedinews-ის ინფორმაციით, მმართველ პარტია" ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება და პარტია დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებს მხარდაჭერას.

ინფორმაციას მხარეები, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ დეტალები თვის ბოლოს გახდება ცნობილი. 

"არ გეტყვით, თქვენ რაც გინდათ. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როცა განცხადება გასაკეთებელი მექნება, ამ განცხადებას გავაკეთებ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემზე მეტი იცით. რისი თქმაც მინდა, იმას იმ დღეს გეტყვით, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და გეტყვით. ბრიფინგების გამოცდილება მაქვს და ბრიფინგს ჩავატარებ. განცხადებას ალბათ ამ თვის ბოლომდე გავაკეთებ. მეტს არაფერს გეტყვით. დათანხმებაზე საუბარი არ არის. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. გითხარით დღეს სათქმელი, რაც მაქვს. ყველა კითხვაზე პასუხს მერე გაგცემთ. თუ-ებზე არასოდეს ვლაპარაკობ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე. სალომე ზურაბიშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).

ის დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი.

ამჟამად სალომე ზურაბიშვილი არის მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი, არაპარტიული დეპუტატი. 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 11:46

საქართველო

სოციოლოგიური კვლევის შედეგად სტუდენტები მხარს არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" სოციოლოგიური კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერობს.

19 ოქტომბერი 2018, 11:44

ვიდეო

ე.წ "ცენტრ პოინტის" საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:40

ვიდეო

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:38

ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში აზერბაიჯანი ლიდერობს

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.

„ნოვაია გაზეტას რედაქცია

19 ოქტომბერი 2018, 11:36

მსოფლიო

რუსულ გამოცემას ემუქრებიან

„ნოვაია გაზეტას" განცხადებით, უცნობმა პირებმა რედაქციის შენობასთან დატოვეს სამგლოვიარო გვირგვინი ჟურნალისტ დენის კოროტკოვისადმი მუქარით, ხოლო მეორე დღეს კალათა ცხვრის მოჭრილი თავით და წერილით, რომელშიც მთელ რედაქციას ეუქრებიან.

19 ოქტომბერი 2018, 11:36

ვიდეო

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:31

ვიდეო

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

19 ოქტომბერი 2018, 11:24

ვიდეო

მარია ზახაროვას განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:22

მსოფლიო

ამერიკული ვერტმფრენი ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა

აშშ-ის საზღვაო საძლების ვერტმფრენი „სი ჰოკი“, იაპონიის სანაპიროსთან ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

19 ოქტომბერი 2018, 11:21

ვიდეო

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:16

ვიდეო

პროკურატურაში, გვიან ღამით დასრულდა, გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა

მუჰამედ ბენ სალმანი

19 ოქტომბერი 2018, 11:12

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი.

Google Maps

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ტექნოლოგიები

iOS-ის მომხმარებლები Google Maps-ზე ადგილმდებარეობას რეალურ დროში გააზიარებენ

ფუნქციით სარგებლობა როგორც ავტომობილით, ისე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილებისას არის ხელმისაწვდომი. ლოკაციის რეალურ დროში გაზიარების სერვისი Android-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის მაისში ამოქმედდა.

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ვიდეო

თეა წულუკიანი: "თუ ოპოზიციას ჩემი მოსმენა სურს, ამისათვის შესაბამისად უნდა მოემზადოს"

მკლავჭიდი

19 ოქტომბერი 2018, 11:10

სპორტი

პარასპორტსმენებმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი.

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება