imedi /  31 ივლისი 2018, 20:13 / სანდო წყარო

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში თავად იყრის კენჭს. ამის შესახებ შენების მოძრაობის ლიდერმა  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა უსუფაშვილის შეთავაზება ერთადერთი მიზეზით არ მიიღო - ის არ აპირებს გრძელვადიან პარტიულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა (2012-2016) და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ (2005 - 2013) საკუთარი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ზაფხულში შექმნა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან 20 ივლისს გამართა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ „შენების მოძრაობის“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილს ცენტრისტული მოძრაობის შექმნასა და ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სთავაზობდა. პასუხს ის 1 აგვისტომდე დაელოდებოდა, უარის შემთხვევაში კი - თავად იყრიდა კენჭს.

უსუფაშვილის ახლად შექმნილი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და ხმათა 0.76% მიიღო. ამ არჩევნების შედეგების შეფასებისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა... თავად „შენების მოძრაობისთვის” ეს იყო პირველი პოლიტიკური აქტიური ნაბიჯები, ჩვენი შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში მოვიპოვეთ წარმატება და გვეყოლება საკრებულოს წევრები“.

ამჟამად უკვე ცნობილია პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის შესახებ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ის, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ამასთან, მას შესაძლოა მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს, რომელმაც საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე შეიძლება არ წარადგინოს. imedinews-ის ინფორმაციით, დღეს მან საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება

19 ოქტომბერი 2018, 10:38

სპორტი

UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტს ეხმიანება

29 სექტემბერს, მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართა. ამ პროქტის ფარგლებში, ბათუმში, ბულვარში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი შედგა. ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდებს – ასევე ბურთები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცა.

19 ოქტომბერი 2018, 10:35

ვიდეო

გაზის მარაგები საქართველოში

კურტ ვოლკერი

19 ოქტომბერი 2018, 10:25

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ ორ თვეში გააძლიერებს

დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ტექნოლოგიები

ჰაკატური თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში ერთდროულად გაიმართება

,,ჰაკატური“ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ვიდეო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ხობის მოსახლეობას შეხვდა

ტექინსპექტირება

19 ოქტომბერი 2018, 10:17

ძალოვნები

10 ცენტრი ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

"თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

19 ოქტომბერი 2018, 10:13

კულტურა

ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ჯარისკაცებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა. ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

19 ოქტომბერი 2018, 10:12

ვიდეო

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, თბილისში ეხმაურებიან

19 ოქტომბერი 2018, 10:09

ვიდეო

მირზა სუბელიანი გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

19 ოქტომბერი 2018, 10:06

ძალოვნები

საქართველოს თავდაცვის კოდექსის პროექტი დიპლომატიურმა კორპუსმა განიხილა

ნუკრი გელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც თავდაცვის სფეროს არეგულირებს, ძირითადად 1990-იან წლებშია მიღებული და შესაბამისად, ადეკვატურად ვერ ასახავს რეალობას, გარკვეული საკითხები კი, მოწესრიგებული იყო კანონქვემდებარე აქტებით.

19 ოქტომბერი 2018, 10:00

ვიდეო

სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩანაწერები ავთენტიკურია

19 ოქტომბერი 2018, 09:59

ეკონომიკა

ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ექსპერტთა ჯგუფის შექმნას სთხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადით უკმაყოფილო ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართავს და ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჩინეთის კომერციის მინისტრმა გააკეთა.

19 ოქტომბერი 2018, 09:38

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქვრივი კაცებისთვის ცოლის სახის მქონე სექს-თოჯინებს შექმნიან

ერთ-ერთი ყველაზე პირველი სექს-სათამაშოების სერვისის მფლობელმა განაცხადა, რომ ქვრივებისთვის შექმნის ისეთ თოჯინებს, რომლებიც მათ გარდაცვლილ ცოლებს დაემსგავსებიან. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 09:28

მსოფლიო

კიბერთავდასხმების გამო ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სურთ. ეს საკითხი ევროლიდერებმა 17- და 18 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილეს.

19 ოქტომბერი 2018, 09:17

კულტურა

ტრამპს და მის გუნდს ლოს-ანჯელესში გამოფენა „საშინელებათა კაბინეტი“ მიუძღვნეს

ამერიკელმა ქუჩის მხატვრებმა, დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ პროტესტი ორიგინალური ფორმით გამოხატეს. „საშინელებათა კაბინეტი“ - ასე ქვია გამოფენას, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა.