ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობამ სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში ნიკეას ქუჩის 44 ნომერში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი კორპუსის წინ შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, სკვერით ბავშვები სარგებლობენ და კომპანიას არ მისცემენ მშენებლობის საშუალებას.
სამშენებლო სამუშაოები წუხელ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ქუთაისის მერიაში თავის მხრივ აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი სახის სამშენებლო ნებართვა არ არსებობს და არც მოთხოვნაა შემოსული პროექტის შესახებ. ქუთაისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე არც ერთ სამშენებლო პროექტზე არ გაიცემა ნებართვა.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 12:51
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ პერსპექტივებს.
16 მარტი 2026, 12:50
პოლიტიკა
ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია
უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
16 მარტი 2026, 12:47
მსოფლიო
ტრამპის განცხადების შემდეგ, ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში ომის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დეესკალაციას“, - განაცხადა სპიკერმა
16 მარტი 2026, 12:45
საზოგადოება
აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
16 მარტი 2026, 12:42
პოლიტიკა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მდინარე გუმისთის სანაპიროზე მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
16 მარტი 2026, 12:37
მსოფლიო
ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს
POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ „უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არის გამართლებული გარდაუვალი საფრთხით, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებდნენ“.
16 მარტი 2026, 12:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
16 მარტი 2026, 12:23
მსოფლიო
კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს
„ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, - განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
16 მარტი 2026, 12:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: პოლიტპატიმრების სია რატომ არ აქვთ?! ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას
ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას. როგორც კი ერთი სახელი და გვარი მაინც გამოჩნდება, ნახავენ, რომ არსებობს დანაშაულზე მტკიცებულებები ყველასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს
ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 12:10
პოლიტიკა
პაპუაშვილი: შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს - ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე. ვუთხარი, რომ ეს შეწყდება, თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს. არც კი გამომეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ზიზღის ენის და ძალადობის წახალისებაზე საუბრობს.
16 მარტი 2026, 12:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა
ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა.
16 მარტი 2026, 12:06
მსოფლიო
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.
16 მარტი 2026, 12:04
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში. ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.
16 მარტი 2026, 12:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩვენ დავიმახსოვრებთ, თუ ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში არ დაგვეხმარებიან
მან დასძინა, რომ „საინტერესო იქნება იმის ნახვა“, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან აშშ-ს ამ საქმეში, რასაც მან „ძალიან მცირე წამოწყება“ უწოდა.
16 მარტი 2026, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის
საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:53
რეგიონი
ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 მარტი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს
ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სი ძინპინთან შეხვედრა გააუქმოს
Financial Times-თან ინტერვიუში ტრამპმა ყველას შეახსენა, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე.


