imedi /  11 მარტი 2021, 14:57 / სანდო წყარო

ქუთაისში ავტობანზე მყოფ აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა

ქუთაისში ავტობანზე მყოფ აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა.

ლევან კიკნაველიძემ მათ შესთავაზა, რომ ხვალ გუბერნოაში მივიდნენ და გუბერნატორს შეხვდნენ, სადაც ზვიად შალამბერიძესთან ერთად პრობლემებს განიხილავენ. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

ავტობანზე მოძრაობა თავისუფლადაა შესაძლებელი.

ქუთაისში მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაზე მყოფი მძღოლები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ და მთავრობისგან ყურადღებასა და შეხვედრას მოითხოვდნენ.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2021, 10:09

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 1500-ზე ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 58 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1576 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 09:55

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში, ფერმერთა ინფორმირების პროცესში სეს-ისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

20 ივნისი 2021, 09:48

COVID19

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

20 ივნისი 2021, 09:26

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში „მდგომარეობა კრიტიკულია“. ამ დროისთვის, ბრაზილიაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი.

20 ივნისი 2021, 08:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 178 127 821 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 857 954 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 08:39

მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში, ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანია ღია. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.

20 ივნისი 2021, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ივნისი 2021, 08:06

მსოფლიო

ბელგიაში სკოლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპული მუშებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი - რუმინეთიდან.

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში სახავს

საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსახოთ პრიორიტეტული მიმართულებები, პანდემიისა და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას. ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული შემოთავაზებები 2020-230 პროგრამისთვის. „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახავს პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღის წესრიგის პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებს საჭირო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.