კასპში ნაცმოძრაობა და ზურაბიშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
დაპირისპირება კასპში
ფოტო: ანა შეპკინა
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კასპში შეხვედრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და შეხვედრაზე შეკრებილებს შორის მოხდა.
ნაცმოძრაობის წევრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და კითხვის დასმას ითხოვდნენ. ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
კიდევ ერთი ინციდენტი დარბაზში ზურაბიშვილის გამოსვლის დაწყებამდე მოხდა. უცნობმა ადამიანმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა და სალომე ზურაბიშვილსა და მის მხარდამჭერებს რუსეთის აგენტი უწოდა. ის დარბაზიდან გაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა კომენტარი. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც მის შეხვვედრებზე დადიან და ყველა წესს არღვევენ, სხვადასხვა ქალაქიდან არიან წაყვანილები.
"მათ არ აქვთ ბევრი სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა როგორ გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოანგილე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და გარემოს. ეს, არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ ისწავლა მოქცევა. თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკოს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა და ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ ხელი რომ მოეწერათ რაღაც ქარტიზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს მაგრამ არა, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილსა და მოსახლეობას შორის გამართულ თითქმის ყველა შეხვედრაზე მოაწყეს აქციები.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა სიახლე
09 აგვისტო 2026, 01:04
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო
„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები“.
09 აგვისტო 2026, 00:09
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა: 2008 წელს, იმის მიუხედავად რომ ჯარი ძალიან კარგად იყო ჩაცმულ-დახურული, კარგადაც იკვებებოდა, ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში - რეფორმები, რომელიც ოქრუაშვილმა ჩაატარა, მიმართული იყო ჯარის დემორალიზაციაზე და ჯარისკაცის დაკნინებაზე
„ერთი ბრძანებით ჯარიდან გაშვებული იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ჯერ ეს ბარამიძეს ჰქონდა დაბარებული და ბარამიძემ დაავალა ელენე ხოშტარიას, რომ ჯარიდან სამხედროები უნდა გაეყარა. მერე მოვიდა ოქრუაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც რასაკვირველია ჯარის მორალურ მდგომარეობაზე ცუდი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ქოიავამ.
08 აგვისტო 2026, 21:55
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მონაცემები საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings- მა გააუმჯობესა. სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვლილი პერსპექტივა საფინანსო სექტორის განმარტებით შენარჩუნებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.
08 აგვისტო 2026, 21:37
პოლიტიკა
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და, პარალელურად, უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ უპასუხა.
08 აგვისტო 2026, 21:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას აფასებს და ოპოზიციას სეპარატისტებისგან ოფიციალურად მხარდაჭერილს უწოდებს.
08 აგვისტო 2026, 21:26
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი
სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.
08 აგვისტო 2026, 21:09
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.
08 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.
08 აგვისტო 2026, 21:00
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
08 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
პოზიციები აგვისტოს ომის შემდეგ და დღეს - ვინ განსაზღვრავს ოპოზიციის რიტორიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციას მოუხდა იმის დადასტურება, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებით სხვა პოზიცია ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მხოლოდ ახლა გაამწვავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს არაღიარების პოლიტიკის საჭიროებით ახსნა.
08 აგვისტო 2026, 20:48
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე - გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.
08 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
გია ნიშნიანიძე: არც ისეთი სულელი უნდა იყოს ბატონო ბარამიძე, რომ ვერ ხვდებოდეს რა თქვა - რაღაც დიდი, პროვოკაციული, ბინძური პროექტის გეგმას ვთვლი
აფხაზეთის ომის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, გია ნიშნიანიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გია ბარამიძის განცხადებამ გარკვეული კითხვები გაუჩინა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყვეების გაცვლის პროცესში არ მონაწილეობდა.
08 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
2008 წლის 8 აგვისტო - რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ათობით განადგურებული სოფელი და ოკუპირებული მიწა, მავთულხლართები….
08 აგვისტო 2026, 20:22
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან
„გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
08 აგვისტო 2026, 18:47
რეგიონი
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.
08 აგვისტო 2026, 18:40
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.
08 აგვისტო 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ
მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა.
08 აგვისტო 2026, 17:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან.
08 აგვისტო 2026, 17:37
პოლიტიკა
შარმანაშვილი რუსოფობიურ კამპანიაზე: ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ
ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, დიფ სტეიტს, რომ ვეძახით მათგან მართულები არიან, მათი აგენტურაა, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ზოგიერთი წამომადგენლის მხრიდან რუსოფობიურ კამპანიაზე საუბრისას. მისივე თქმით, შეკვეთით პატრიოტიზმი არ არსებობს.
08 აგვისტო 2026, 17:35
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
„როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას. და ვინმეს გჯერათ მათი ფსევდო-ანტირუსული შეძახილების, მიტინგების და მარშების? „ - წერს ანჯაფარიძე.


