imedi /  15 ნოემბერი 2018, 15:17 / სანდო წყარო

ქუჩებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა

საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. ზოგიერთ მათგანზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ზოგზე კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა გამოსახული.

"ქართული ოცნება", მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია", - ამ განცხადებით უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის ფოტო საარჩევნო ბანერზე. 

პრემიერმინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბანერებს შეემატა ახალი საარჩევნო ბანერები. 

"ქართული ოცნება" მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ბუნებრივია, ჩვენი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

03 ოქტომბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

თამთა მიქელაძე

03 ოქტომბერი 2026, 17:13

პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, "ტვ პირველის" ეთერში.

გიორგი შარაბიძე

03 ოქტომბერი 2026, 17:10

რეგიონი

გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს. როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, ​15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.

03 ოქტომბერი 2026, 17:01

მსოფლიო

მადრიდში პუერტა-დელ-სოლის მოედანზე ასობით ადამიანი კარავშია დაბანაკებული - ესპანეთის დედაქალაქში გამოსახლებების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია დღითიდღე იზრდება

ასობით ადამიანი რჩება კარვებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის პუერტა-დელ-სოლის მოედანზე, რაც უკვე რამდენიმე დღეა, რაც საცხოვრებლის გამო მიმდინარე პროტესტი ინსტიტუციური წნეხის ფონზე გრძელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი სტივ უიტკოფი

03 ოქტომბერი 2026, 16:51

მსოფლიო

The New York Times: უკრაინის ომზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს ნავთობის შესახებ გარიგებაც დაემატა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაფართოვდა და ახლა ნავთობის მრავალმილიარდიან გარიგებასაც მოიცავს, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ახლო აღმოსავლეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირები აქვთ აშშ-ის მთავარ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 16:23

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

03 ოქტომბერი 2026, 16:18

რეგიონი

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

03 ოქტომბერი 2026, 16:15

საზოგადოება

დედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები ხვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

03 ოქტომბერი 2026, 16:13

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს, უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ალექსი ფიცხელაური

03 ოქტომბერი 2026, 15:59

პოლიტიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი: საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს.

03 ოქტომბერი 2026, 15:46

პოლიტიკა

ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა

ცესკოში ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

კობა მურადაშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:43

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი: თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ხმა იქნება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველა სოფელს, თემს სჭირდება, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.

ზვიად გაბისონია

03 ოქტომბერი 2026, 15:40

საზოგადოება

ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ირაკლი შატაკიშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი მსჯავრდებულ დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, რომ რამენაირად საზოგადოებრივი ღელვა, არეულობა გამოიწვიონ და დისონანსი შეიტანონ საზოგადოებაში

ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

არჩილ გორდულაძე

03 ოქტომბერი 2026, 15:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: საერთოდ როგორ ბედავენ მწამებლური სისტემის, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ხსენებასაც კი! ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად

მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროას“ მიერ აქციის ორგანიზების ფაქტს გამოეხმაურა. „საერთოდ როგორ ბედავენ სისტემური და სისტემატური, მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ზოგადად, ხსენებასაც კი! ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ ეს შეფასება, ჩემს მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს გაცხადებული.

ირაკლი შატაკიშვილი

03 ოქტომბერი 2026, 15:02

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში საქართველოს შედეგზე: ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები

„საქართველო იმყოფება ურთულეს რეგიონში, ირგვლივ ყველგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორმა, პრაგმატულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, თანმიმდევრულმა, გონივრულმა პოლიტიკამ უზრუნველყო საქართველოში ეკონომიკური ზრდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი მმართველობითი რეფორმა გაატარა, უპრეცედენტო მასშტაბით ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. სწორედ ამ მშვიდობაზე დაფუძნებულმა სწორმა ეკონომიკურმა განაპირობა ის, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ევროკომისიის კვლევის შედეგებიც განსხვავებულს არ ამბობს. ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები”, - განაცხადა შატაკიშვილმა.

03 ოქტომბერი 2026, 14:54

მსოფლიო

The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს

რუსეთი გეგმავს ზამთარში უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 14:50

პოლიტიკა

დმანისის 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მოქალაქეები არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ. სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა ხმას ტრადიციული მეთოდით აძლევს.

03 ოქტომბერი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.