imedi /  13 დეკემბერი 2018, 13:11 / სანდო წყარო

Transparency: ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნის ყოფილი კომპანია მერიის ტენდერებში იმარჯვებდა

ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს „ევრომშენი 999”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, დადებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა (35) ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის სამართალმემკვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის.

ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1,628,151 ლარია. შპს „ევრომშენი 999”-ს ზუგდიდის მერიასთან 29,773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, 2018 წლის ნოემბერში.

"ლაშა ჯაიანი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) ის ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ლაშა ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999” 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას. სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს „ევრომშენი 999”. მანამდე მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალების დასკვნაში. 

ორგანიზაციის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან, 27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს „ევრომშენი 999”- თან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი", - წერია ორგანიზაციის დასკვნაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი პირველ კომენტარს "ქრონიკასთან" აკეთებს და აცხადებს შპს „ევრომშენი 999” -ის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხიანია და შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.

როგორც ჯაიანი განმარტავს, კომპანია მანამ გასხვისდა, სანამ საჯარო სამსახურში დაინიშნებოდა და ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა. 

"თუ რამე საეჭვო ნიშნებია შესაბამისმა სამსახურმა უნდა განოიძიოს. ეს კომპანია მე მეკუთვნოდა, ჩემი კუთვნილების დროს არაერთი ტენდერი მოუგია და სანამ დავინიშნებოდი მანამ გასხვისდა. ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა. რაოდენობრივად ვერ გეტყვით. მახსოვს რომ 70-იდან არაერთი დისკვალიფიკაცია მივიღეთ. საეჭვო იქნებოდა მაშინ თუ 70 იდან 70-ვე მოეგო. პროექტები რაც გააკეთა ხარისხიანი პროექტებია და ეს ფაქტი არანაირ უხერხულობას არ მიქმნის", - განაცხადა ჯაიანმა. 

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ტერიტორიების დათმობა

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.

05 ივნისი 2026, 12:28

მსოფლიო

მედია: რუმინეთის კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა

რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის გამოც განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან

ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

05 ივნისი 2026, 12:18

საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დავით ბაციკაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ქალაქ ტიმიშოარაში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს

რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე.

კიასტუტის ბუდრისი

05 ივნისი 2026, 12:15

მსოფლიო

ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა

ის [ჯო უილსონი] რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის მიერ შეტანილ შესწორებებს შეეხებოდა.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველ წლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას მხარი ჩინეთმა და ირანმა.

05 ივნისი 2026, 12:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 11:59

საზოგადოება

გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები

„სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება“.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ

ჩვენ გულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:39

პოლიტიკა

პაპუაშვილი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც

ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - პოლიციამ 47 ე.წ. მაინერი ამოიღო, ასევე, ვიცით, რომ სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე?

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ალიანსმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი ნაცი. მადლობა გვეთქმის მისთვის, ვინც ეს სისულელე გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს არის ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა

კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ჩავთვალოთ ჩვენ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ ტაქტიკაში, - განაცხადა საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი

„მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი. ასევე, მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და ის, რომ ეს არ შეიცვალოს უარყოფითისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, თუმცა, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად. მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

05 ივნისი 2026, 11:31

საზოგადოება

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავთანდილ კასრაძე

05 ივნისი 2026, 11:25

საზოგადოება

GITA-ს ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას

ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას, - განაცხადა GITA-ს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნასთან დაკავშირებით.

05 ივნისი 2026, 11:20

საზოგადოება

ზაზა ფაჩულია სან-ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დააჩქარებს და უფრო მნიშვნელოვანს გახდის ქართული სტარტაპების წინსვლას

ბევრ ახალგაზრდას, ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და იდეები, უფრო გაუმარტივდება მსოფლიოსთან კავშირი, - განუცხადა ვეტერანმა სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ ქართველ ჟურნალისტებს სან ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა.