imedi /  15 თებერვალი 2019, 13:15 / სანდო წყარო

ქობულია არ ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიება ბიზნესზე ზეწოლაა

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

,,ჩემი პირადი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებაზე. 

„რა თქმა უნდა, ის ბრალდებები რომელიც გაჟღერდა, ეს არის სერიოზული ბრალდებები. ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები, ამიტომ ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, - აცხადებს ქობულია.

კითხვაზე რა როლი ექნება მინისტრს ამ პროცესში, ქობულიამ განმარტა ,,ეს არ არის ჩემი პროცესი. ეს არის პროცესი , რომელსაც წარმართავს პროკურატურა“.

საქართველოს საბანკო ასოციაციამ „თიბისის“ მხარდაჭერა გამოუხადა

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც   ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 09:25

საზოგადოება

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 09:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.

25 ივნისი 2026, 09:18

პოლიტიკა

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 08:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

25 ივნისი 2026, 08:00

სამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 00:59

მსოფლიო

ტრამპი: იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, გაერთიანებული სამეფოთი, სტარმერი ახლა არ არის, იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით - ესპანეთი საშინელებათა შოუა, ესპანეთი საშინელია

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ამავდროულად, მკაცრად გააკრიტიკა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნები.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2026, 00:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე რადიკალებზე: 14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არ გამოდის ეს რევოლუციები

„14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არცერთი. იმ დღეს იყო ლაპარაკი, რომ ხუთი დაითვალა კობახიძემო და თუ კარგად მივყვებით, შესაძლოა გაცილებით მეტიაო. არ გამოდის ეს რევოლუციები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:34

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა თამაშში შეიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური

მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

გია აბაშიძე

25 ივნისი 2026, 00:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება

მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზა ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გვიდო კროზეტო

25 ივნისი 2026, 00:17

მსოფლიო

იტალიამ უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად

იტალიამ ოთხშაბათს უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. რომის განცხადებით, მათ ნებართვა მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ფრენებისთვის გასცეს.

ილონ მასკი

25 ივნისი 2026, 00:02

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური სახსრები მოხმარდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებს, რამაც, მასკის თქმით, „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.