რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსთავის მერიამ ნიკო ლომოურის ქუჩაზე, სადაც მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ახალი სტადიონის და აკადემიის მშენებლობა თითქმის დაასრულა.
რაგბის აკადემიის მშენებლობის დასრულებამდე ცნობილი რუსთაველი მორაგბეებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი კვალიფიკაციას საფრანგეთში, ნიცის სარაგბო აკადემიაში აიმაღლებს და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას გაიზიარებს.
„რუსთავში, ისტორიულ სარაგბო ადგილზე ახალი აკადემიის მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება. „რუსთაველის“ სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტი საფრანგეთის ქალაქ ნიცის სარაგბო აკადემიაში ვართ მიწვეული. ვეცდებით მაქსიმალურად ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, მეტი სიახლე ჩამოვიტანოთ იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტებით ვიმუშაოთ“, - განაცხადა რაგბის ბავშვთა აკადემია „რუსთაველის" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ნატრიაშვილმა.
რუსთავის რაგბის აკადემიაში 5-დან 14 წლამდე მოზარდების ონლაინრეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
ახალი სპორტული ადგილი რუსთავში ოქტომბერში გაიხსნება და რაგბის ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას რუსთავის მერია სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 13:49
მსოფლიო
ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ სულ მცირე 62 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ სულ მცირე 62 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:44
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტს, ძოუ ჯიაის (Zou Jiayi), რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით მიმდინარე წლის იანვარში დაიკავა.
28 სექტემბერი 2026, 13:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
28 სექტემბერი 2026, 12:55
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:48
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით.
28 სექტემბერი 2026, 12:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
28 სექტემბერი 2026, 12:39
სამართალი
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
28 სექტემბერი 2026, 12:37
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს უტევდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს თავს ესხმოდა.
28 სექტემბერი 2026, 12:29
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:19
რეგიონი
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
28 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
მედია: ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს
ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
AXIOS: თეირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას მიმდინარე კვირას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას ამ კვირაში ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის წინ თეირანის მიერ ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული წინადადება უარყო.
28 სექტემბერი 2026, 11:21
ეკონომიკა
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
28 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.


