imedi /  29 ივნისი 2017, 14:31 / სანდო წყარო

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თათრიშვილის პროცესზე ანა მარგველაშვილი დაიკითხა

მიხეილ თათრიშვილი

მიხეილ თათრიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიხეილ თათრიშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების 2 და დაცვის მხარის 6 მოწმე დაიკითხა. დღეს ის მოწმეები დაიკითხნენ, რომელთა დაკითხვა წინა პროცესზე, პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ მოხერხდა. მათ შორისაა პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი და სიძე მინდია გოგოჭური. 

"მიხეილ თათრიშვილმა თავად ამოიტრიალა ჯიბეები დაკავების დროს და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია,"-ამის შესახებ პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან დაკავების პროცესი გაიხსენა და განმარტა, რომ თათრიშვილი სასადილოში რამდენიმე პირმა დააკავა. მინდია გოგოჭურის თქმით,  ვინც თათარიშვილი დააკავეს, პოლიციელის ამომცნობი ნიშნები არ ჰქონიათ.

დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც. მისი თქმით, ის დაკავების დროს თათრიშვილთან არ იმყოფებოდა, თუმცა ესაუბრა სასადილოს მომსახურე პერსონალს, რომლებმაც დაკავების დეტალები გაიხსენეს. მათი ინფორმაციით, დაკავება სასადილოს ტერიტორიაზე მოხდა. მარგველაშვილი განმარტავს, რომ მომსახურე პერსონალი შეშინებული იყო.

პროკურატურის მხრიდან ორი მოწმის სახით სამართალდამცველები გამოიკითხნენ. მათ შორის სურამის პილიციის განყოფილების უფროსი ვასილ ჭანკვეტაძე. მოწმეების განცხადებით, მათ უშუალოდ დაკავების პროცესში არ მიუღიათ მონაწილება. ერთ-ერთი მოწმე skype-ს მეშვეობით ჩაერთო, რომელიც აცხადებდა, რომ ნარკოტიკის ამიღების ფაქტს არ დასწრებია და ოქმის შედგენის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რასაც ის შორიდან აკვირდებოდა.

მომდევნო პროცესი 6 ივლის ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხება. მხარეები ასევე დასკვნით სიტყვას იტყვიან. რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

წინა პროცესზე მიხეილ თათრიშვილი მოსამართლემ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბი "სუბოტექსის" შეძენა-შენახვას ედავებიან.

18 მარტს პრეზიდენტის შვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გოგოჭურმა და თათარიშვილმა ერთმანეთი გადაიღეს იმის დასტურად, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თათრიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს. 20 მარტს ამ განცხადებას შს მინისტრი და მთავარი პროკურორი გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება.

მიხეილ თათრიშვილი

ანა მარგველაშვილი საქალაქო სასამართლოში

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.

მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 12:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.