imedi /  28 აგვისტო 2017, 11:50 / სანდო წყარო

ბორჯომის ხეობიდან სომხური და აზერბაიჯანული დამხმარე სამაშველო ძალა გავიდა

სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე დატოვა. 

როგორც სააგენტო ipn-ი  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებენ ხეობას  მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდან. რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე - მაშველები.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, გვიან ღამით, თათბირი გამართა. თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს და დღის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს. თათბირის მონაწილეებმა მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. 

ყველა სიახლე

კიმ ჩენ ინი ალექსანდრე ლუკაშენკო

25 მარტი 2026, 15:52

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსული მედია ავრცელებს.

სოსო მანჯავიძე

25 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

მანჯავიძე ოპოზიციაზე: პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრათ ბნელ გულში - რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება

აფთარი და მისი ზნე იმ პუბლიკაზე გამახსენდა, მუდამ რომ ჩასაფრებულია, უარყოფითი ემოციებით საზრდოობს და თავის ინსპირატორებსაც აძლევს ხარკს. ამჟამად პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ ზუსტად გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები, - წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, საქართველოს პირველ ლედიზე, თამარ ბაგრატიონზე, განხორციელებულ ბულინგის კამპანიასთან დაკავშირებით.

ნინო წილოსანი

25 მარტი 2026, 15:49

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება.

25 მარტი 2026, 15:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 15:39

მსოფლიო

ლატვიის შემდეგ რუსული დრონი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

ესტონური მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან უპილოტო საფრენი აპარატი შეფრინდა და აუვერეს ელექტროსადგურის ერთ-ერთ საკვამურს შეეჯახა.

25 მარტი 2026, 15:35

მსოფლიო

ირანმა ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო

„თქვენმა კონფლიქტებმა იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებთ“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის, „ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა, რომელიც ომის დროს ირანის არმიის ოპერატიულ სარდლობას ახორციელებს. მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმება „არც ახლა და არც არასდროს“ არ იქნება.

25 მარტი 2026, 15:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 15:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების, მათ შორის JP Morgan-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი, რეფორმები, მსხვილი სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო პროექტები განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 15:16

პოლიტიკა

მეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისადმი მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატად

„თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ჯაბა ხუბუა

25 მარტი 2026, 15:13

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანიდის ამბის კვალდაკვალ, როცა უმძიმესი პერიოდი იდგა, შესაბამისად, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს

როგორც ტატოს მერანის ჭენებას, ისე არა აქვს სამძღვარი კოლექტიური, ანტიქართული და ანტიეკლესიური ნაცსექტის ფარისევლობას... ვითომ გარდაცვლილ პატრიარქს პატივს სცემენ (მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, კრებსითო გვარამია-ვაშაძეებო), მის მიერ ტახტის მოსაყდრედ გამორჩეული მეუფე შიოს წინააღმდეგ კი პოლიტიკურად ორგანიზებულ, ბინძურ კამპანიას აწარმოებენ (უკაცრაული პასუხია, კვერთხი არავის გადაუღუნონ, მაგრამ მაინც), - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

25 მარტი 2026, 15:12

საზოგადოება

მეუფე შიო: სიმბოლურია, რომ სწორედ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს შესრულდა მეცხრე დღე ილია მეორის გარდაცვალებიდან

„ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით ვართ განმსჭვალული ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეჰგუებიან ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას ეკლესიას“

ირაკლი ქადაგიშვილი

25 მარტი 2026, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნინო წილოსანი

25 მარტი 2026, 15:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან

„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღმკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, - განაცხადა წილოსანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 მარტი 2026, 15:02

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის.

25 მარტი 2026, 14:48

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლადო სადღობელაშვილი

25 მარტი 2026, 14:47

საზოგადოება

სადღობელაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე

დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

25 მარტი 2026, 14:45

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ

თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

25 მარტი 2026, 14:42

რეგიონი

ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები იწყება

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და აზიური ფაროსანას რაოდენობის შემცირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს მართავს. ინფორნაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 14:42

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც მისი ავტომანქანის საბარგულში მდებარე სათადარიგო საბურავში მოათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.