გიორგი გახარია: შსს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ნეიტრალური იქნება
თამარ ჟვანია
გიორგი გახარია
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ მოაწერეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
სამინისტროს ინფორამციით, მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების დროს შსს სრულიად ნეიტრალური იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მემორანდუმი ერთობლივი პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 11:53
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა სცენარები განიხილება გერმანიაში
გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს თანამდებობიდან გადაყენების საფრთხე შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას დაემუქროს - ხელისუფლებაში მოსვლიდან 16 თვის შემდეგ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 11:49
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა
ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.
17 სექტემბერი 2026, 11:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს
მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში
„წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება
„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
17 სექტემბერი 2026, 11:35
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ. სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს
ის ფაქტი, რომ ამერიკაში კიდევ განახლდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ თავის დროზე მართლები ვიყავით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ფარული გავლენებისგან დასაცავად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
17 სექტემბერი 2026, 11:34
პოლიტიკა
პრემიერი: არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს
„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
17 სექტემბერი 2026, 11:23
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება
„გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2026, 11:18
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს.
17 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
17 სექტემბერი 2026, 11:06
პოლიტიკა
თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, - განაცხადა პარტია „ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში „დღის თემა”.
17 სექტემბერი 2026, 11:04
მსოფლიო
FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შედინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
ევროპელი ავტომწარმოებლები მასობრივად ამცირებენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როდესაც ჩინეთში წარმოებული იაფი ავტომობილები ევროპულ ბაზარზე სულ უფრო დიდი რაოდენობით შედის. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 11:02
რეგიონი
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2026, 10:51
კულტურა
სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ🐶🐱
„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება.
17 სექტემბერი 2026, 10:40
ტაბლოიდი
დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა
„Armani-ს აქვს ძლიერი მემკვიდრეობა და ცნობადი სტილი - ტრადიციები, რომლებიც ათწლეულებს ითვლის და რომლებმაც მოდის ისტორია ჩამოაყალიბა. მე ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვუდგები, რადგან ჩვენ ერთად ვეყრდნობით ამ მდიდარ საძირკველს და ახალ ეპოქას ვხსნით“, - განაცხადა ვიტალემ.
17 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.


