imedi /  21 აპრილი 2017, 13:40 / სანდო წყარო

ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

პაატა ხიზანიშვილი

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა  თანამდებობა დატოვა. ის მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე ჯერჯერობით უცნობია. 

ასევე უცნობია ვინ შეცვლის პაატა ხიზანიშვილს გუბერნატორის თანამდებობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პაატა ხიზანაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. პაატა ხიზანაშვილი ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის თანამდებობაზე 2014 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბარნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები ()