ლაშა თორდია ფარცხალაძის მერიასთან შესაძლო გარიგების დეტალებზე ლაპარაკობს
ლაშა თორდია
აუდიტის სახელმწიფო სამსახური ოთარ ფარცხალაძის კუთვნილ კომპანიასთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, საქმე ეხება ყოფილ მთავარი პროკურორის კუთვნილი კომპანიებისათვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გაცვლას. ასევე, ფარცხალაძისათვის აუქციონის გზით მიწის გადაცემასა და მისი კომპანიისათვის სპეციალური პირობების შექმნას. ამ საქმეს აუდიტის სახელმწიფო სამსახური იძიებს. ამის შესახებ "იმედის კვირასთან" ლაშა თორდიამ განაცხადა.
კომპანია, რომელზეც ტელეკომპანია "იმედის" ვარაუდით ლაშა თორდია საუბრობს შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტია". საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძეა.
თბილისის საკრებულოს დადგენილება მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე 2016 წლის 15 აპრილით თარიღდება. განკარგულებაში მითითებულია რომ საკრებულო თანხმობას აძლევს თბილისის მთავრობას ოთარ ფარცხალაძის კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ ნაკვეთში გაუცვალოს. განკარგულებიდან ჩანს, რომ ფარცხალაძის კომპანიამ თბილისის მთავრობას ვაკეში, მზიურის ტერიტორიაზე არსებული 2302 კვ.მ. დაუთმო, სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტისგან საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 1193 კვ.მ და 5515 კვ.მეტრი ფართობის ორი ნაკვეთი მიიღო.
ვიდრე საკითხს საკრებულო დაამტკიცებდა, ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხი თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე საკითხი ქონების მართვის სააგენტომ გამოიტანა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ორშაბათს, 15 მაისს გაკეთდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 22:00
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:41
პოლიტიკა
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.
26 თებერვალი 2026, 21:37
პოლიტიკა
თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.
26 თებერვალი 2026, 21:35
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 21:10
მსოფლიო
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.
26 თებერვალი 2026, 21:09
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
26 თებერვალი 2026, 21:07
კულტურა
თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.
26 თებერვალი 2026, 20:59
საზოგადოება
გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა
ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად და დიდ ღირსებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და „იმედის დილის“ წამყვანმა გიორგი კალანდიამ.
26 თებერვალი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.
26 თებერვალი 2026, 20:10
მსოფლიო
Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით
ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 19:45
საზოგადოება
კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია
„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
26 თებერვალი 2026, 19:37
მსოფლიო
POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.
26 თებერვალი 2026, 19:12
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას
თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.
26 თებერვალი 2026, 19:12
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.
26 თებერვალი 2026, 19:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის“, მთავრობისა და „იმედისა“ და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:
26 თებერვალი 2026, 18:57
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს „ნაცრეჟიმის“ მიერ ,,იმედის" დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.
26 თებერვალი 2026, 18:49
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება
საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.
26 თებერვალი 2026, 18:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს
ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 18:32
მსოფლიო
Reuters: დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფრედერიკსენი ფსონს გრენლანდიის კრიზისის შედეგად გაზრდილ რეიტინგზე დებს
„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 თებერვალი 2026, 18:26
საზოგადოება
იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე: როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის
შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში, - აცხადებს იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით.


