imedi /  09 ივნისი 2017, 16:41 / სანდო წყარო

კობახიძე მარგველაშვილს საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილს საბოტაჟში ადანაშაულებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 “არ წყდება ტყუილები, არ წყდება შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე, არ წყდება საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ისმის პირდაპირი ტყუილი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით.

“გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს  შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. გარდა ამისა, როდესაც ფიქრია ჩიხრაძემ დაიწყო თავისი პრესკონფერენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მისი პირველი სიტყვა იყო გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ეს თვითონ მან ბრძანა და დაადასტურა, რომ ჰქონდა დოკუმენტი მიღებული, გაეცნო ამ დოკუმენტს და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, როცა საუბრობს საპარლამენტო მდივანი, საუბრობს არა ქალბატონი ანა, არამედ პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეებს ვისმენთ ხოლმე, ძალიან დამღლელია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და არ მიუღია მონაწილეობა; პრეზიდენტის მხრიდან ისმის ტყუილები და შეტევა საქართველოს პარლამენტზე. 

კობახიძის აღშფოთება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ გამოიწვია. ანა დოლიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პრეზიდენტს მიღებული არ აქვს. მისი თქმით, ამ თემაზე ნებისმიერი ინსინუაციები, არასწორია.

5 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს აღარ გააკეთებდა.  

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა 8 ივნისს გასაჯაროვდა. ვენეციის კომისია დასკვნას ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 20:54

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის

ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

20 აგვისტო 2026, 20:51

მსოფლიო

ევროკომისიის სპიკერი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ხუთშაბათს განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

20 აგვისტო 2026, 20:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რეალურ სახეს კიდევ ერთხელ არ აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას

როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ?! ასეთ აღიარებას ნუ ველით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 20:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რასაც რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაფერი ახდა. ნათელია, რომ ეს იყო, უკაცრავად ჟარგონისთვის და აფერისტობა, თაღლითობა

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს, რომელიც საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში არწმუნებდა, პასუხი არც ახლა აქვთ - არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.

20 აგვისტო 2026, 20:01

რეგიონი

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.

20 აგვისტო 2026, 19:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

20 აგვისტო 2026, 19:46

მსოფლიო

ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

20 აგვისტო 2026, 19:10

მსოფლიო

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

რუსეთის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობაში ღრმა განხეთქილებაა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის გადაყენებულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, ვოლოდიმირ ზელენსკისგან არჩევნების დანიშვნა მოითხოვა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, მთავრობაში კორუფცია კვლავ ყვავის.

20 აგვისტო 2026, 18:56

სამართალი

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.

20 აგვისტო 2026, 18:48

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს.

20 აგვისტო 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

20 აგვისტო 2026, 18:21

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

20 აგვისტო 2026, 17:44

კულტურა

ეროვნული კინოცენტრი: ვინაიდან, ფილმის „ცრემლსადენი გაზის“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა

ეროვნული კინოცენტრი ეხმიანება სოციალურ ქსელში რეჟისორ უტა ბერიას განცხადებას, რომ კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა. ბერიას მონაყოლის თანახმად, ეროვნულმა კინოცენტრმა ნამუშევრის მოხსნის მოთხოვნით წერილი კინოფესტივალის ორგანიზატორებს გაუგზავნა

აკაკი ალადაშვილი

20 აგვისტო 2026, 17:32

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2026, 17:30

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა

უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

20 აგვისტო 2026, 17:25

რეგიონი

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

იაგო ხვიჩია

20 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

როგორც იტყვიან, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.

20 აგვისტო 2026, 16:23

სამართალი

პოლიციამ ბათუმში, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

ჯინი ლუ

20 აგვისტო 2026, 16:21

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით მოვაჭრეებისგან გადარჩენილმა მოპსმა მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა🐕

„ჯინი ლუ მოპსების თავშესაფრიდან, 4 წლის წინ ავიყვანეთ და მას შემდეგ ის მუდმივად გვახარებს თავისი ოინებით“ - ჰყვებიან კონკურსის წარმომადგენლები. მოპსის ამჟამინდელმა მფლობელმა, მიშელ გრეიდიმ, 5 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.