imedi /  09 აგვისტო 2017, 11:59 / სანდო წყარო

ზემო ლარსზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობია

ზემო ლარსზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობია. მოქალაქეებს საქართველოში მოსახვედრად ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. მაღალი ტემპერატურის გამო ადგილზე მორიგეობენ ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა ავტომობილების გაზრდილი ნაკადის დროულად გატარება ვერ ხერხდება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ: გაემგზავრონ საქართველოში თვითმფრინავით, აზერბაიჯანის გავლით სახმელეთო ან ბათუმთან დამაკავშირებელი საზღვაო გზით.

ამასთან, განსხვავებული ვითარებაა საზღვარზე ქართული მხრიდან. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მანქანებს ოპერატიულად ატარებენ. შესაბამისად, ლოდინის დრო მინიმალურია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ივლისში „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტით 185 065-მა მოქალაქემ ისარგებლა.

კომენტარები ()