imedi /  11 აგვისტო 2017, 08:26 / სანდო წყარო

სააკაშვილი უნგრეთში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრეთშია. უნგრეთში ის ლიტვიდან ჩავიდა. სააკაშვილი უნგრეთში უმცროს ვაჟთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ოჯახთან ერთად უნგრეთში, ბალატონის ტბაზე იმყოფება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

7 აგვისტოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთს ორშაბათს დატოვებდა. ის პოლონეთში 4 აგვისტოს ჩავიდა.

საქართველოში მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. პროკურატურამ პოლონურ მხარეს უკვე მიმართა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. მან უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს მიიღო, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიიციის შემაფერხებელი უკრაინის კონსტიტუცია იყო.

კომენტარები ()