imedi /  01 მარტი 2017, 13:44 / სანდო წყარო

მოსმენების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიღებულია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შედეგები ასეთია: 84 მომხრე 3-ის წინააღმდეგ.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო". ოპოზიცია სხდომაზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობით" არის წარმოდგენილი.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს. "კანონპროექტი ქმნის ბალანსს კონტროლისა და ეფექტიანობის კუთხით. ჩვენი პასუხისმგებლობაა ეროვნული ინტერესების დაცვა", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით კი, კანონი ანტიკონსტიტუციურია. "ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ეს კანონი არ შევიდეს მოქმედებაში და დღის სინათლე ვერ იხილოს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძე განაცხადა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები ()