imedi /  14 მარტი 2017, 15:20 / სანდო წყარო

ელისო კილაძის შვილის დაკავებას პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აპროტესტებენ

აქცია პოლიციასთან

გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს.

ელისო კილაძის თქმით, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და უკანონოდ დააკავეს. კილაძე აცხადებს, რომ დავით ხარშილაძეს დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორი შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას და სუს-ის მაღალჩინოსნებთან კონფლიქტს უკავშირებს.

ელისო კილაძის განცხადებით, დავით ხარშილაძე ყოფილი ხელისუფლების დროსაც დააკავეს. კილაძის თქმით, მოტივი მაშინაც კილაძის ჟურნალისტური საქმიანობა იყო.

28 წლის დავით ხარშილაძე გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოიღეს 2 შეკვრა ფხვნილი და აბები. დაკავებული გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. 

კომენტარები ()