09 აგვისტო 2026, 18:40 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბორჯომში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტის წევრები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაწესებულების ადგილობრივ ფილიალს ესტუმრნენ.

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებსა და სასწრაფო დახმარების ავტოპარკის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები. დაწესებულების ხელმძღვანელმა სტუმრებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ზრდაზე, არსებულ გამოწვევებსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე ილაპარაკა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა, სადაც რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გაძლიერებასა და მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობაზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა

წინასწარი მონაცემებით, ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.

09 აგვისტო 2026, 17:38

მსოფლიო

პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა

ბოლო კვირებში პენტაგონი პროცესების დაჩქარებაზე მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ხდება „უფრო ფართო მოდერნიზაციული ძალისხმევის ფარგლებში“, რომელიც ჯერ კიდევ ირანთან ომამდე დაიწყო.

09 აგვისტო 2026, 17:27

სპორტი

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება

დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება.

ლეო XIV

09 აგვისტო 2026, 17:21

მსოფლიო

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

„ტრაგიკული ინციდენტები მრავლდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მუდმივად მზარდ რაოდენობას იწვევს. კვლავ გულწრფელად მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს თავდასხმები მშვიდობიან სამიზნეებზე“, - განაცხადა პაპმა.

09 აგვისტო 2026, 17:19

საზოგადოება

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით, გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც, როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის.

09 აგვისტო 2026, 17:13

მსოფლიო

ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, კადრებში აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და, სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. როდისაა ვიდეო გადაღებული, ირანული სააგენტო არ აკონკრეტებს.

აბას არაღჩი

09 აგვისტო 2026, 17:07

მსოფლიო

აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.

09 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა

ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

დავით ქართველიშვილი

09 აგვისტო 2026, 16:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?

პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ახლახან თურქეთში სოხუმის დე ფაქტო „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ დაადანაშაულეს თურქეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების შეფერხებაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამავე ადამიანს ადანაშაულებენ ქართულ მხარესთან ქართული საქონლის დაშვების საკითხზე კონტაქტებში მონაწილეობაში.

09 აგვისტო 2026, 16:15

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი

09 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.

09 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

მიწის მასამ დასახლებულ პუნქტში გზები ჩახერგა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.

09 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ინდონეზიის ეროვნულ ტყე-პარკში ხანძარს ებრძვიან

ტყის ხანძარს ებრძვიან ინდონეზიაშიც. ცეცხლი იავას კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ბრომოს ეროვნულ ტყე-პარკში მძვინვარებს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ავიაციის გამოყენებით ტარდება. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

09 აგვისტო 2026, 14:23

სამართალი

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

09 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებენ“ - ეს განცხადება იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

09 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა

„ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა, ასევე მათი შეიარაღებული ძალები და რადიკალურად შევამცირეთ ანტისემიტური სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას“, - განაცხადა ვენსმა.

თორნიკე ფაღავა

09 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს

[2008 წლის აგვისტოს ომის] დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს

09 აგვისტო 2026, 14:06

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.

09 აგვისტო 2026, 13:03

მსოფლიო

WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის

„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.