imedi /  14 მარტი 2017, 15:35 / სანდო წყარო

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტს საკუთარ წინადადებებს აცნობს

"ევროპული საქართველოს" დეპუტატები გიორგი მარგველაშვილს საკუთარ წინადადებებს აცნობენ, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენების გასაღები სუს-ის დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს და დამოუკიდებელ სააგენტოს გადაეცეს.

პრეზიდენტის რეზიდენციაში 16:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის", ხვალ კი, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებს ელიან.

გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციები ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა.

"სამწუხაროდ, უმრავლესობის პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.

კომენტარები ()