imedi /  15 მარტი 2017, 18:09 / სანდო წყარო

წულუკიანი: თუ სტრასბურგის სასამართლო ხარვეზს დაადგენს, ჯარიმას დაგვაკისრებს

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "იმედის დროსთვის" მიცემულ ინტერვიუში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ისა და სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი მოსამართლეების საკითხზე საუბრობს. ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა ჩაწერა, IMEDINEWS-ი გთავაზობთ.

წულუკიანი ინტერვიუში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება, როგორც მხარე, წარდგენილ მასალებში აპელირებდა. 

მინისტრი, ასევე, ამბობს, რომ ახალი პრეცედენტის დადგომას სტრასბურგის სასამართლოში 17 მოსამართლის, ანუ ზედა პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილება ესაჭიროება. 

"ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოითქვა კითხვები, თუ როგორ მოხდა ისე, რომ 1959 წლიდან დღემდე არსებული პრეცედენტი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და იმისთვის, რომ პრეცედენტი დაირღვეს და ახალი პრეცედენტი დადგეს, ამისათვის 17 მოსამართლის, ანუ დიდი პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა საჭირო. მაგრამ პრეცედენტს უარი უთხრა ჯერ მორიგე მოსამართლემ, შემდეგ 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სწორედ ამას ეყრდნობოდა, ძირითადად, ჩვენი არგუმენტი, რომ პრეცედენტის შეცვლა ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, კერძო დავაზე მიიღონ ამ ტიპის შეჩერების გადაწყვეტილება, რაზეც მრავალი ათეული წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობდა", - აცხადებს წულუკიანი. 

იუსტიციის მინისტრი ქიბარ ხალვაშის მიერ წლების წინ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის ამბავსაც იხსენებს. მისი თქმით, მაშინ სტრასბურგის სასამართლომ, იგივე მოთხოვნაზე, რაზეც დღეს "რუსთავი 2"-ს თანხმობა მისცა, ხალვაშს უარი უთხრა.

"მე მახსოვს, იქ ვმუშაობდი, როდესაც ქიბარ ხალვაშმა, რომლის საკუთრების უფლებაც წინა ხელისუფლების დროს ირღვეოდა, შემოიტანა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მოთხოვნა და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა უარი, იმიტომ, რომ პრეცედენტი ამას არ უშვებდა. ახლა არის მცდელობა პრეცედენტის შეცვლისა და ჩვენი მომდევნო სამართლებრივი დავაც იქნება სწორედ ამაზე აქცენტირებული", - ამბობს წულუკიანი.

მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო და მას არ აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ან საქმე ხელახალ წარმოებაში დააბრუნოს. "მას ერთადერთი, შეუძლია თქვას, დაირღვა თუ არა რუსთავი 2-ის გამოხატვის თავისუფლება, ან რომელიმე ინსტანციის სასამართლოში რაიმე სახის ხარვეზი ხომ არ არსებობდა. თუ ასეთი ხარვეზი არსებობდა, ამის სანაცვლოდ ის დაადგენს კომპენსაციის ოდენობას", - ამბობს წულუკიანი. 

მინისტრი "რუსთავი 2"-ს გამარჯვებულად არ თვლის, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული გადაწყვეტილებაა. "მაქსიმალური ვადა, რაც შეიძლება შეჩერების ღონისძიებას ჰქონდეს, გახლავთ თავად დავის დასრულება. როგორც კი დავა დასრულდება, დროებითი ღონისძიებაც მოხსნილად ჩაითვლება. დავის დასრულებამდე კი ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 1 წელი გვაქვს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელი მოსამართლეების ნდობის ხარისხი ქართული მართლმსაჯულების მიმართ არც ისე მაღალია, მინისტრი პასუხობს: "არც ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუთქვამს არანაირი ეჭვი, რომ ის არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას. ჩვენი მიზანი მომავალი დავისას იქნება ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენი სასამართლო არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არ შეიძლება ასე, ერთი ხელის მოსმით, შეეხო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს", - ამბობს წულუკიანი.

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2026, 15:22

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18 აგვისტო 2026, 15:08

რეგიონი

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

18 აგვისტო 2026, 14:58

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გუგული ილურიძე დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა.

გურამ მაჭარაშვილი

18 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?

არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად? - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

18 აგვისტო 2026, 14:39

მსოფლიო

ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

გიორგი ვოლსკი

18 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ქვეყნისთვის დამანგრეველი შინაარსის პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

18 აგვისტო 2026, 14:32

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს - დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 42 წელი შეუსრულდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

გურამ მაჭარაშვილი

18 აგვისტო 2026, 14:32

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ

როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

18 აგვისტო 2026, 14:30

საზოგადოება

ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები სამძიმარს იღებენ. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.

ალექსანდ კაჩურა

18 აგვისტო 2026, 14:30

მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს

უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე ლაპარაკობს. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

18 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპს 24 სექტემბერს შეხვდება

Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.

ალექსანდერ სტუბი

18 აგვისტო 2026, 14:22

მსოფლიო

ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან

„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.

18 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს

გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

დავით კოდუა

18 აგვისტო 2026, 13:10

რეგიონი

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 13:08

საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

18 აგვისტო 2026, 13:04

საზოგადოება

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

18 აგვისტო 2026, 12:41

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.

ირაკლი კობახიძე

18 აგვისტო 2026, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით

ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

18 აგვისტო 2026, 12:39

მსოფლიო

ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა

„ამ რუსულ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც დაუმატონ ჩვენს სამართლიან პასუხებს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული საკუთარი ნაბიჯები“, - დაწერა თავის Telegram-არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.