imedi /  18 მარტი 2017, 14:21 / სანდო წყარო

პრეზიდენტის შვილი: ჩემს მეგობარს სუბუტექსი ჩაუდეს

"ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბუტექსი. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 2 დღით ადრე. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ პოლიციის მსგავს საქციელს. გთხოვთ, გაავრცელოთ", - წერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი Facebook-გვერდზე.

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. თათარიშვილისთვის წაყენებული მუხლი 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მას და მის მეგობარს შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, თათარიშვილი TOYOTA-ს მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

კომენტარები ()