imedi /  20 მარტი 2017, 01:10 / სანდო წყარო

სააკაშვილი: ივანიშვილს რუსთავი 2-ის "ახევა" არ გამოუვიდა

მიხეილ სააკაშვილი

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ის ამბობს, რომ ივანიშვილს მეპატრონეებისთვის "რუსთავი 2"-ის "ახევა" არ გამოუვიდა. 

"90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა," - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური პროცესის უკან ივანიშვილი დგას.

"ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, გააყალბა არჩევნები, რომელიც ჩატარდა უხეში მანიპულაციებისა და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდებით. მან, ფაქტობრივად, მოიპარა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ახლა ინტენსიურად ესხმის თავს საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს. "რუსთავი 2" იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები ()