imedi /  20 მარტი 2017, 20:48 / სანდო წყარო

პრეზიდენტის შვილის ბრალდებებს შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პასუხობენ

პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც მის მეგობარ მიხელ თათრიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პასუხობენ. 

მთავარი პროკურორის განცხადებით, პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება, შს მინისტრი კი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებები პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას ემსახურება და "ვინმეს შვილობა ინდულგენცია არ არის".

აღნიშნულ თემაზე, დღეს ახალგაზრდებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა.

კომენტარები ()