imedi /  04 ნოემბერი 2020, 14:39 / სანდო წყარო

ლიბერთი #გულით და „მაკ ჯორჯიას“ ერთობლივი სოციალური პროექტი

დღეს, ლიბერთი ბანკსა და მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე ლიბერთი, ბანკის თანამშრომლებში მოხალისეების შერჩევასა და მაკ ჯორჯიას მიერ დაგეგმილი პროექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლიბერთის თანადგომით, მაკ ჯორჯია ასევე განახორციელებს პროექტს - „მესტუმრე“, რომელიც პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებთან ახალგაზრდების რეგულარულ კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციას ისახავს მიზნად.

პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა. პროექტი მესამე წელია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ჩართულია 40-მდე მოხალისე და თბილისის მასშტაბით არსებული 5 ხანდაზმულთა პანსიონატი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში კი, ლიბერთის თორმეტი თანამშრომელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, და ისწავლის სხვადასხვა უნარ-ჩვევას და მიიღებს მონაწილეობას მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„მაკ ჯორჯია მოხარულია, რომ საბანკო სექტორის ისეთმა დიდმა წარმომადგენელმა, როგორიც ლიბერთი ბანკია, ინიციატივა გამოიჩინა პროექტ „მესტუმრეს“ მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის სახით შეძენილი მეგობარი, საშუალებას მოგვცემს ვესტუმროთ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ხანდაზმულს. ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული პროექტების განვითარებაში“, - ჯერემი ჯეიმს გასკილი, მაკ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი.

„ლიბერთი უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვფარავთ ქვეყანაში რეგისტრირებული 52 მოხუცთა პანსიონისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს და მთელი წლის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან შუქითა და სითბოთი. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მათ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა აქტივობით და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ მთელი გულით.

ეს ერთობლივი პროექტიც, ჩვენთვის დაწყებული საქმის გაგრძელებაა და ძალიან სასიხარულოა რომ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ლიბერთის თანამშრომლებმა. ეს ახალგაზრდები, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და პროფესიონალ მოხალისეებად ჩამოყალიბდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კეთილი საქმეების კეთება, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობა, ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება“, - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

ყველა სიახლე

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:24

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის

„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

გვიდო კროზეტო

01 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით.

გურამ მაჭარაშვილი

01 მაისი 2026, 13:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება

„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.

ეკა სეფაშვილი

01 მაისი 2026, 13:15

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:14

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისათვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს

აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.

დიმიტრი ხუნდაძე

01 მაისი 2026, 13:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური

ვაფასებ ამ შრომას, კარგი დოკუმენტია, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ სრულად გავეცნოთ. ასევე აუცილებელია, რომ მეტი კონკრეტული რეკომენდაცია იყოს წარმოდგენილი, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის დასკვნა განიხილებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

01 მაისი 2026, 13:11

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო ევროკავშირის ელჩს ბაქოში საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი, მარიანა კუიუნჯიჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

01 მაისი 2026, 13:11

საზოგადოება

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 12:50

საზოგადოება

გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით 41 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 41 მისამართზე დაასრულა.

01 მაისი 2026, 12:44

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგსა“ და ,,სადახლოზე“ 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

01 მაისი 2026, 12:41

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შოთა ბერეკაშვილი

01 მაისი 2026, 12:39

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.

ბესიკ ჯიქურაული

01 მაისი 2026, 12:38

საზოგადოება

ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წარუდგინა.

01 მაისი 2026, 12:33

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ქვეყანა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს

აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტთან ურთიერთობას აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის გამო მიიღეს.

ვოლოდიმიტ ზელენსკი

01 მაისი 2026, 12:33

მსოფლიო

Financial Times: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა

უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.

01 მაისი 2026, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა The Bank of New York Mellon Corporation-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მმართველ დირექტორთან, სერგეი კოტოვთან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 11:56

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.

01 მაისი 2026, 11:56

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 11:50

მსოფლიო

ტრამპი ამერიკული ჯარის გაყვანას ესპანეთიდან და იტალიიდანაც არ გამორიცხავს

გერმანიის მსგავსად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც არ გამორიცხავს.

მიხეილ სააკაშვილი

01 მაისი 2026, 11:29

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე

რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.