imedi /  16 ივლისი 2017, 21:26 / სანდო წყარო

ამერიკელმა ქალმა ძვირადღირებული ქორწილი გააუქმა და უსახლკაროებს გაუმასპინძლდა

ინდიანას შტატში მცხოვრებმა 25 წლის სარა კამინსმა ქორწილი გააუქმა და საზეიმო ცერმონიის ნაცვლად რესტორანში უსახლკაროები დაპატიჟა. ამის შესახებ Guardian წერს. 

სარა ქორწილზე 2 წელი ოცნებობდა. ამ ხნის განმავლობაში ის ბევრს მუშაობდა, რათა 30 000 დოლარი შეეგროვებინა.

როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო, მოულოდნელად გოგო საქმროს დაშორდა და ქორწილის ნაცვლად 170 უსახლკარო ადამიანისთვის რესტორანში წვეულება გამართა. 

ახალდაქოწინებულებს თაფლობის თვე დომინიკელთა რესპუბლიკაში უნდა გაეტარიბინათ, თუმცა ქმრის ნაცვლად სარა კამინსმა იქ დედასთან ერთად გაემგზავრება.

კომენტარები ()