imedi /  29 ოქტომბერი 2018, 16:42 / სანდო წყარო

NDI-მა არჩევნების პირველი ტური შეაფასა და მეორე ტურისთვის რეკომენდაციები გასცა

NDI შეფასება საპრეზიდენტო არჩევნებზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არჩევნების დღის მიმდინარეობა და არჩევნებისთვის სამზადისი შეაფასა. 

NDI-ის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდი როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნებით ხასიათდებოდა. ცესკომ არჩევნებისთვის მზადების პროცესი ეფექტურად და ვადების დაცვით წარმართა, თუმცა გამოითქვა კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ.

NDI-ის განცხადებით, საარჩევნო კამპანია აქტიურად და დინამიურად წარიმართა, თუმცა ის მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. პოლარიზების მიუხედავად, მედია გარემო პლურალისტური იყო და მოქალაქეებს მრავალფეროვანი შეხედულებების მოსმენა შეეძლოთ.

"ზოგადად მედია სექტორზე ფინანსური ზეწოლის გარდა, ზოგიერთი მედია საშუალება ასევე
პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ მოექცა", - აცხადებს NDI და დასძენს, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი
ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით გამოირჩეოდა.

"ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების ყველა შტოს დომინირების და შესუსტებული საპრეზიდენტო უფლებამოსილებების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიულ მექანიზმებად რჩება. ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მათზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული ზიანი, შესაძლოა, არჩევნების პერიოდს გასცდეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საზიანო გავლენა იქონიოს. ქვეყნის ლიდერები საზოგადოებისთვის მაგალითს წარმოადგენენ, შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, მათ ქვეყნის მოდარაჯე ორგანიზაციების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ,” -
განაცხადა დელეგაციამ.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო პერიოდში ამომრჩეველი საარჩევნო პროცესს ენდობა, თუმცა არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია.

NDI-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოთხჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მის
შემდგომ ორმა კანდიდატმა ჯამურად.

დელეგაცია შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებით, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის
სასარგებლოდ ხმების მობილიზება მოეხდინათ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს საკითხები წინა ხელისუფლებების დროსაც პრობლემური იყო და რეაგირების გარეშე შემდეგ არჩევნებზეც გამოწვევად დარჩება.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს სათანადო ქცევისკენ მოუწოდა, ნათელია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად გეგმავენ არსებული პრაქტიკის შეცვლას, მათ შორის მკაცრი სანქციებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გატარებას,” - განაცხადა დელეგაციამ.

ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც არჩევნების დღეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა გამოკვეთეს და ასევე NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ იყო აღნიშნული, საარჩევნო უბნებს გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბურ მობილიზებას უკავშირდება. ეს პრაქტიკა უმეტესად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეხებათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს ამომრჩევლებზე ზეწოლად შეაფასეს. შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას გულისხმობდა, რათა მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ და მისი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის საკუთარი ოჯახის წევრების სია წარედგინათ", - აცხადებენ NDI-ში.

დელეგაციამ მეორე ტურის წინ შესასრულებლად შემდეგ რეკომენდაციებიც გასცა: 

  • მთავრობის ლიდერებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭირონ მხარი;
  • საერთაშორისო საზოგადოებამ არასამთავრო ორგანიზაციებზე თავდასხმები უფრო ძლიერად და საჯაროდ უნდა დაგმოს და მათდამი მხარდაჭერა გამოხატოს. მნიშვნელოვანია მეორე ტურისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაფინანსება;
  • მეორე ტურისთვის საჯარო მოხელეების ქცევის რეგულირებისთვის მთავრობამ კიდევ ერთი დირექტივა უნდა გამოსცეს და ამ დირექტივას მისი უზრუნველყოფისთვის მკაცრი სანქციები და ზედამხედველობის მექანიზმები დაამატოს;
  • პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ ქცევის კოდექსს, რომლის თანახმად ისინი დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველა ფორმისგან თავს შეიკავებენ, ხოლო დამრღვევებს შიდა სანქციებს დააკისრებენ;
  • კამპანიებმა და მედიამ დარჩენილ პერიოდში მუქარის რიტორიკისგან და პირადი შეტევებისგან თავი უნდა შეიკავონ და ამის ნაცვლად კანდიდატების პლატფორმასა და ხედვაზე გაამახვილონ ყურადღება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების დათვლა დასრულდა. შედეგების თანახმად, გამარჯვებული მეორე ტურით გაირკვევა. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

17 სექტემბერი 2026, 20:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

17 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.

17 სექტემბერი 2026, 20:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

ანდრეი სიბიგა

17 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:52

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას

ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:46

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე

იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 19:39

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება

„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

17 სექტემბერი 2026, 19:23

რეგიონი

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდი გმობს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევას.

მარკ კარნი

17 სექტემბერი 2026, 19:22

მსოფლიო

კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ

კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.

17 სექტემბერი 2026, 19:07

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა.

შაიხა ალ ნუვაისი

17 სექტემბერი 2026, 19:01

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს

„მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.

რობერტა მეცოლა

17 სექტემბერი 2026, 18:55

მსოფლიო

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.

17 სექტემბერი 2026, 18:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

17 სექტემბერი 2026, 18:36

რეგიონი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.

არმინ პაპერგერი

17 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი: გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება

Euronews-თან ინტერვიუში Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება და წარმოება მკვეთრად უნდა დაჩქარდეს, ამასთანავე, იგი დეტალურად განმარტავს კომპანიის გეგმებს ფრთოსან რაკეტებთან, ჰუმანოიდ რობოტებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

17 სექტემბერი 2026, 18:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰუსეინ ალ-ამუშს და ჯგუფის წევრებს, წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 18:20

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული მიმართულებით არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების განვითარება.

17 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა, ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.