imedi /  26 ნოემბერი 2018, 17:20 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ნაციონალები და რუსთავი 2 რეალობის სრულმასშტაბიან მოდელირებას ცდილობენ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ოპონენტები "იაფფასიანი კომპრომატებით რეალობის სრულმასშტაბიანი მოდელირების" მცდელობაში დაადანაშაულა. საუბარია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე. ჩანაწერში საუბარია, თითქოს ქართული ოცნების რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40-პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს მმართველი გუნდი საარჩევნოდ  გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს.

"რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, რუსთავი 2-ისა და ნაციონალური მოძრაობის სქემის ნაწილია ასევე გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები.

"ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება  პოლიტიკურ ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილია და არეულობა  ხელისუფლების  ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალებმა და რუსთავი 2-მა მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა.

"ცრუ ბრალდება გააჟღერეს ამ მიმართულებით იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რაიმე სახით ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებები აღმოჩნდა აქაც მტკნარი სიცრუე. ამ მოქალაქის მკურნალმა ექიმმაც კი დაადასტურა , რომ მას არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონია და არ მიუღია.

ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.

დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაბრალებდნენ, ისინი რეალურად თავად სჩადიან.

რუსთავი 2-ის მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების დელეგიტიმაციას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებს.

ისევე როგორც, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული,  კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2026, 09:11

მსოფლიო

ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.

13 ივლისი 2026, 09:05

საზოგადოება

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

მეთიუ უიტაკერი

13 ივლისი 2026, 08:55

მსოფლიო

მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება

ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.

13 ივლისი 2026, 08:45

მსოფლიო

აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.

13 ივლისი 2026, 08:35

რეგიონი

მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა

რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.

13 ივლისი 2026, 08:24

რეგიონი

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

13 ივლისი 2026, 08:12

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა

გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.

13 ივლისი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 23:55

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან

ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან

იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი

გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლაშა აბაშიძე

12 ივლისი 2026, 23:24

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის

ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.

ლევან მახაშვილი

12 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი

ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

ანდრაშ ლასლო

12 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

12 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.

ტომაშ ფროელიხი

12 ივლისი 2026, 22:28

მსოფლიო

ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში

მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

12 ივლისი 2026, 22:25

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

12 ივლისი 2026, 22:20

პოლიტიკა

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.