ISFED-მა საუბნო კომისიებში 46, საოლქოში კი 54 საჩივარი წარადგინა
ფოტო: ცესკო
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში 46, ხოლო საოლქო კომისიებში 54 საჩივარი წარადგინა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები.
მისი თქმით, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა.
მიხეილ ბენიძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა ცალკეული სერიოზული ინციდენტები, როგორიცაა ამომრჩეველთა სამაგიდო სიის დაკარგვა, საარჩევნო უბანზე უცხო პირთა შეჭრა და ყუთის გატაცების მცდელობა.
''რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე უცხო პირები შევარდნენ და ყუთის გატაცება სცადეს. მათ უბნის კარი შეტეხეს, თუმცა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. საუბნო კომისიის წევრების წინააღმდეგობის შემდეგ უცხო პირები საარჩევნო უბნიდან გაიქცნენ. ამჟამად უბანზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს ხმების დათვლა", - თქვა ბენიძემ.
სამართლიანმა არჩევნებმა დღის ბოლოს შეაჯამა ინფორმაცია, რომელიც ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით მიიღეს.
''⦁ საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.2%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არჩევნების პირველი ტურის მონაცემის (99.7%) იდენტურია.
⦁ საარჩევნო უბნების 98.5%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც სტატისტიკურად თითქმის არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (97.1%).
⦁ საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის არჩევნების პირველი ტურის მონაცემებისგან (99.1%).
⦁ საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მაჩვენებლისგან, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 98.6%-ზე.
⦁ საარჩევნო უბნების 98.3%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი არჩევნების პირველი ტურის მონაცემის მსგავსია (98.6%).
⦁ საარჩევნო უბნების 1.6%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტები, რაც წარმოდგენს მცირედ გაუარესებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მონაცემთან შედარებით (0.8%).
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 16:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ალოობა ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა - ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში
დღეს დედოფლისწყაროში აღინიშნება ალოობა. შარშანაც გახლდით, იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა, დღეს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად. ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კახეთში, სადაც ხორბლის მოსავლის აღებას დაესწრო.
25 ივლისი 2026, 16:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვაზე: ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გამოკვლეული და გამოძიებული იყოს რასთან გვქონდა საქმე.
25 ივლისი 2026, 16:10
მსოფლიო
უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატები კასპიის ზღვის აკვატორიაში გვიან ღამით ორ გემს თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 16:07
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.
25 ივლისი 2026, 15:55
სპორტი
მალთაყვაში „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე გრძელდება
მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გენადი გურალიამ საუკეთესო 12-ეულში შესვლა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. მას კიდევ ექნება შანსი ტრამპლინიდან ხტომაში თავისი შედეგი გააუმჯობესოს.
25 ივლისი 2026, 15:38
რეგიონი
დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა და განსაკუთრებული აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე გააკეთა.
25 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 15:12
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება.
25 ივლისი 2026, 15:05
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა
წარადგინეს წიგნი, რომელშიც შეჯამებულია უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები.
25 ივლისი 2026, 14:58
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის მიერ ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: ეს არის იმის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როცა ის ბელადი და ძალაუფლებაში იყო
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ონისე ოქრიაშვილის მიმართ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აფასებს.
25 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
კანადა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 14:40
რეგიონი
რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ
რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიხაილო ფედოროვს იტალიაში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 14:35
სამართალი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე: ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის
ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის, - განაცხადა ნიკო ხურცილავას სასამართლო სხდომის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილზე საუბრისას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაძემ.
25 ივლისი 2026, 14:20
სამართალი
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა
სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა, საიდანაც ის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.
25 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.
25 ივლისი 2026, 14:07
სამართალი
ნიკო ხურცილავა, რომელიც ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, 5-ათასლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
5-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა ნიკო ხურცილავა, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით, 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს და მალევე თავადვე გამოცხადდა პოლიციაში.
25 ივლისი 2026, 13:59
მსოფლიო
POLITICO: ჯაშუშობის ბრალდებით ბელგიაში ნატოს სტაჟიორი დააკავეს
ბელგიის პოლიციამ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ნატოს სტრატეგიულ შტაბ-ბინაში (SHAPE) მომუშავე სტაჟიორი დააკავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 13:28
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


