imedi /  22 ოქტომბერი 2017, 09:54 / სანდო წყარო

თბილისში საარჩევნო უბნების 97 % დათვლილია: კახა კალაძე 51.15 %-ით ლიდერობს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ამ დროისათვის თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან 632-ია(97.29%) დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, 51.15 % „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.46 %-ით. მესამეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16,48 %-ით. შემდეგ მოდის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია7.1 %. 

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2021, 10:40

სამართალი

პოლიციამ სენაკში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 10:37

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობს

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე: ბოლო წლების განმავლობაში ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია

„ვიდრე ის გადადგებოდა ცოტა პასიური იყო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში. მახსოვს, მე და კახი კალაძე რომ შევხვდით, ვუთხარით, რომ მეტი აქტიურობა იყოს მისგან საჭირო, მეტი მოტივაცია და ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში. ეს იყო ჩვენი გზავნილი. თუმცა, სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი ვერ დააფასა, არ დამიფასა მე, არც კახი კალაძეს დაუფასა, არც მთლიანად გუნდს დაუფასა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა მისგან, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

15 ივნისი 2021, 10:32

სამართალი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს აღემატება.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ისე სახელმწიფოს ღალატი

„ჩვენ ამაზე სინანულით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს კაცი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ერთ- ერთი ლიდერი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენთვის დასანანია და ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით გუნდის წევრისგან არის ეს დასანანი, თორემ ვიღაცა ზურგში რომ გირტყამს დანას, ოპონენტი და მტერი, ეს ბუნებრივია სხვანაირ ემოციებს გამოიწვევს. ეს ჩვენთვის არის სინანულის მიზეზი, მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა, რაზეც საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის იმ მიზეზის გამო რომ გახარიას აქვს ახლა ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, ეს ამოცანა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დენის შმიგალი

15 ივნისი 2021, 10:20

პოლიტიკა

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში და უკრაინაში იწვევს

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

15 ივნისი 2021, 10:11

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით სოფელ სამებასთან, დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 18 თებერვალს

„ის იდგა პირველი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მას ძალიან აფასებს „ქართული ოცნების“ გუნდი და მისი აქტივი, მისი ათი ათასობით წევრი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, შემდეგ მას ეკავა პრემიერის თანამდებობა, რამდენიმე წლის შემდეგ დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ის იყო გამორჩეული თავდაცვის მინისტრი“.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 10:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 09:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.

15 ივნისი 2021, 09:38

საზოგადოება

სასწავლო წლის დასრულება ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას შატილის სკოლიდან მიულოცა

მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

15 ივნისი 2021, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

15 ივნისი 2021, 08:52

ეკონომიკა

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

15 ივნისი 2021, 08:45

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

15 ივნისი 2021, 08:24

საზოგადოება

ოსტატების რეესტრში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ამ დროისათვის სამინისტროში შესულია 150-ზე მეტი განაცხადი, აქედან 70-მდე აპლიკანტს უკვე გაესაუბრნენ. გასაუბრის პროცესი გრძელდება და შედეგად, კომისია გასცემს ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს.

15 ივნისი 2021, 08:12

რეგიონი

დღეიდან აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

15 ივნისი 2021, 08:01

რეგიონი

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ჯიმ რიში

15 ივნისი 2021, 01:35

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა - პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები რომლებზეც შეგიძლია თავი დადო, ასეთია კახა კალაძე

კახა კალაძე არის საუკეთესო მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს, კობახიძის განმარტებით, არცერთი პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განცხადებას არ აკეთებს, იმისთვის რომ სხვა პარტიას ფარდობითი უპირატესობა არ შეუქმნას.

ჯო ბაიდენი

15 ივნისი 2021, 00:22

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს.